GEO ENG
 

 







 

ახალი ამბები
2015-08-26

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ამა წლის სექტემბერში გამოაცხადებს სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს – „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით”

>>>
2015-08-26

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ამა წლის სექტემბერში გამოაცხადებს მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი 2015“.

>>>
2015-08-26

თურქეთის მთავრობა დაინტერესებულ მეცნიერებსა და მკვლევარებს იწვევს ქ. სტამბოლში დაგეგმილ მე-20 საერთაშორისო კვლევით კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც შეეხება ბიზნესის, ეკონომიკისა და სოციალურ მეცნიერებათა საკითხებს „ IRC-2015“. კონფერენცია გაიმართება ქ. სტამბოლში 2015 წლის 5 და 6 დეკემბერს.

>>>
2015-08-25

 პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც განათლება მიებული აქვთ საერთაშორისო ურთიერთობების, სოციალური მეცნიერებების ან ეკონომიკის მიმართულებით.

>>>
2015-08-19  შვეიცარიის მთავრობა უცხოელი სტუდენტებისთვის და მკვლევარებისთვის აცხადებს  კონკურსს სტიპენდიების მისაღებად.>>>
2015-08-13

ბრაზილიის სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების ეროვნული საბჭო (CNPq-MCTI) და მსოფლიოს მეცნიერებათა აკადემია (TWAS) განვითარებადი ქვეყნებიდან დაინტერესებულ მკვლევარებს იწვევს საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა  მიზნად ისახავს ახალგაზრდა მეცნიერების შერჩევას საკონკურსო წესით და მათ ჩართვას ბრაზილიის - სადოქტორო პროგრამებში, ახალგაზრდა მკვლევარებისთვის და პოსტ-დოქტორებისთვის.  

>>>
2015-08-05

 

ფონდის გენერალური დირექტორის 23 ივლისის N105 ბრძანებით შექმნილმა დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან შემდგარმა პროექტების შემფასებელმა კომისიამ  საკონკურსოდ დარჩენილი 28 საგრანტო განაცხადი შეაფასა  საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის  N120 დადგენილებით დამტკიცებული დებულების N2 დანართით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების შესაბისად და დასაფინანსებლად გამოავლინა 18  განაცხადი.

>>>
2015-08-03

25 ივლისს ინფორმატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი გაემგზავრა ყაზახეთში(ალმაატაში) ინფორმატიკის 27-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე. 2 აგვისტოს ნაკრების ოთხივე წევრი ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდა საქრთველოში. აღსანიშნავია, რომ ნაკრებში ორი ახალბედა მონაწილე იყო. ერთმა მონაწილემ, მეცხრე კლასელმა, გიორგი  კლდიაშვილმა  პირველად იასპარეზა ორ  მათემატიკისა და ინფორმატიკის ოლიმპიადაში და ორი  ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ასევე, აღსანიშნავია ელენე მაჩაიძე, რომელმაც უკვე მე-5 მედალი აიღო მაღალი დონის საერთაშორისო ოლიმპიადებზე და ამ შედეგით არ მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოშიც გამოირჩევა.

>>>
2015-08-03

2015 წლის 5 აგვისტოს, ოთხშაბათს 10 სთ-ზე, განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამაჰორიზონტი 2020”-ის „საინფორმაციო დღე გარემოსდაცვით თემატიკაზე“. შეხვედრას გახსნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ქალბატონი თამარ სანიკიძე  და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი თეიმურაზ მურღულია.

>>>
2015-07-31

 

გოტინგენის უნივერსიტეტი (The Private University Göttingen, გერმანია)  და გრონინგენის უნივერსიტეტი (The University of Groningen, ნიდერლანდები)  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და KIMEP-ის უნივერსიტეტთან (ყაზახეთი) თანამშრომლობით აცხადებს  კველვით სტიპენდიას ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულების დოქტორანტებისათვის.

>>>
[1]... > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] ... > [71]