GEO ENG
 

 







 

2015-08-26
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ამა წლის სექტემბერში გამოაცხადებს სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს – „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით”

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ამა წლის სექტემბერში გამოაცხადებს სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს – „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით”

სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ მიზანია მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება, განათლების და კვლევების დაახლოება; კვლევების პოპულარიზაციის გზით სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება მეცნიერებით; მოსწავლეთა შორის კვლევითი უნარების გამომუშავების ხელშეწყობა; პედაგოგთა მოტივაციის ამაღლება  მოსწავლეთა კვლევებში ჩასართავად;  მეცნიერთა, მათ შორის კვლევითი უნარების გამომუშავების ხელშეწყობა; პედაგოგთა მოტივაციის ამაღლება  მოსწავლეთა კვლევებში ჩასართავად;  მეცნიერთა, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერთა, ინტერესის გაზრდა სასკოლო პროცესში მონაწილეობისათვის;   სასწავლო პროცესში ისეთი სიახლეების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს   სკოლის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას; დაეხმარება  მოსწავლეს გაიაზროს ამა თუ იმ საგნის მნიშვნელობა, რაც გაზრდის  მის დაინტერესებას მეცნიერებისადმი.

კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტები უნდა ითვალისწინებდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით კონკრეტული სამეცნიერო საკითხის/პრობლემის კვლევას; კვლევაში ჩართული მოსწავლეები უნდა სწავლობდნენ VIII, IX, X, XI ან/და XII კლასებში.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია - კონკურსის ვადები, კონსულტაციების თარიღები,   საგრანტო დოკუმენტაციის შესავსები ფორმები  ფონდის ვებგვერდზე განთავსდება მოგვიანებით.

 

პროგრამის კოორდინატორი   მაკა ქაჯაია 
ტელ: + (995 32) 2 200 220 (4409); 577 97 72 02
ელ-ფოსტა:
kajaia@rustaveli.org.ge

ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge

share