2012-01-03
საგრანტო კონკურსის მიზანია მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა და მათი სამეცნიერო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა საგრანტო დაფინანსების გზით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს: მაგისტრს, დოქტორანტს, დოქტორს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებიც ეწევიან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და მათი ასაკი არ აღემატება 35 წელს. პროექტები შესაძლოა განხორციელდეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ორგანიზაციის ბაზაზე. პროექტის ხანგრძლივობაა ერთი წელი.
სამეცნიერო მიმართულებები:
ქართველოლოგიის მეცნიერებები;
ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სოციალური მეცნი¬ერე¬ბები;
საინჟინრო მეცნიერებები, მაღალტექნოლოგიური მასალე¬ბი;
საინფორ¬მა¬ციო ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაციები;
მათემატიკური მეცნიერებები;
ფიზიკური და ქიმიური მეცნიერებები;
სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
სამედიცინო მეცნიერებები;
დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო;
აგრარული მეცნიერებები.
2007 – 2009 წლებში დასაფინანსებლად შეირჩა 134 პროექტი, საერთო ბიუჯეტით 1 812 522 ლარი. კონკურსს ადმინისტრირება გაუწიეს სსიპ საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა სსიპ ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდმა (რუსთაველის ფონდმა).
>>>