2012-02-20
ახალი საგრანტო კონკურსის მიზანია საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებში მომუშავე წარმატებულ თანამემამულეებთან საქართველოს სამეცნიერო კადრების მჭიდრო პროფესიული ურთიერთობის ხელშეწყობა.
საგრანტო დაფინანსება დაეხმარება საქართველოში მომუშავე მკვლევრებს, უკეთ გაეცნონ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში არსებულ სამეცნიერო სიახლეებს და აითვისონ თანამედროვე კვლევითი ტექნოლოგიები, უცხოეთში სამეცნიერო დიასპორის წარმომადგენლებს კი საშუალებას მისცემს, მუდმივი საქმიანი კონტაქტი ჰქონდეთ სამშობლოსთან და თავისი ცოდნა და გამოცდილება მოახმარონ საქართველოში მეცნიერების დონის ამაღლებას.
პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა 36 თვე, ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება კი 150 000 ლარია. განაცხადები ორ საფეხურიანი სისტემით ფასდება; პირველი - წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით უცხოელი დამოუკიდებელი ექსპერტების რეცენზია, მეორე - პროექტის ხელმძღვანელის მოკლე პრეზენტაცია სპეციალური კომისიის წინაშე.
>>>