GEO ENG
 

 







 

2012-02-03
უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების 2011 წლის კონკურსის მეორე ეტაპი

,,უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №88 დადგენილების მე-8 მუხლის თანახმად, შეფასების მეორე საფეხურზე ფონდის მიერ შექმნილი კომისია განიხილავს პროექტის/კვლევის მოსალოდნელი შედეგების მნიშვნელობას საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის ამაღლებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ შექმნილმა კომისიამ 2012 წლის 31 იანვარს და 1 თებერვალს მოისმინა ,,უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების” კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული პროექტების ხელმძღვანელების /თანახელმძღვანელების ხანმოკლე პრეზენტაციები და შეაფასა ისინი საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №88 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი კრი¬ტერიუმების მიხედვით. შეფასება გამოითვლება საკონკურსო კომისიის თითოეული წევრის მიერ დაწერილი შეფასების საშუალო არითმეტიკულის მიხედვით.

თითოეული პროექტის საბოლოო შეფასება მიიღება ორივე საფეხურის შეფასებათა შეკრებით. დასაფინანსებელი პროექტები შეირჩევა მათ მიერ მიღებული შეფასების შესაბამისად პროექტების რანჟირებული სიის მიხედვით.

კონკურსის საბოლოო შედეგები ცნობილი გახდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

share