2011-12-30
საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მეცნიერთა მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს საქართველოს სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეუწყოს ქართველი მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში ინტეგრაციას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში მუდმივად ან ხელშეკრულებით მომუშავე მეცნიერებს – აკადემიური ხარისხის (მაგისტრი, დოქტორი) ან სამეცნიერო წოდების (მეცნიერებათა კანდიდატი, მეცნიერებათა დოქტორი) მქონე საქართველოს მოქალაქეებს; აგრეთვე მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, რომლებიც გრანტზე განაცხადის წარდგენის პერიოდში სწავლობენ ზემოთაღნიშნული იურიდიული სტატუსის მქონე ორგანიზაციებში.
სამოგზაურო გრანტები გაიცემა შემდეგი სახის საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად: კონფერენცია, კონგრესი, ფორუმი, სიმპოზიუმი, სემინარი.
2006-2009 წლებში: სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა 311 მეცნიერი, მსოფლიოს 52-ზე მეტ ქვეყანაში გასამგზავრებლად, საერთო ბიუჯეტით 749 303 ლარი.
2010 წელს: სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა კიდევ 70-მდე მეცნიერი მსოფლიოს 18 ქვეყანაში გასამგზავრებლად, საერთო ბიუჯეტით 176 855 ლარი.
2011 წლის განმავლობაში საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაზე დასასწრებად ფონდის გრანტი 85 მეცნიერმა მოიპოვა, რაზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 270 420 ლარი გამოიყო.
>>>