GEO ENG
 

 







 

გრანტის მსურველთათვის
2016-01-18 მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და დაეხმაროს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში ინტეგრაციას. >>>
2016-01-15 საკონფერენციო გრანტების კონკურსის  მიზანია, ხელი შე­უწყოს საქართველოში საერთაშორისო და რეგიონული სა­მეც­ნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპო­ზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვ­ლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარი­ზა­ციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებუ­ლებში, მსოფლიო პროცესებში მეცნიერთა ინტეგრირებას. >>>
2016-01-11

კონკურსის მიზნებია:
ახალგაზრდა მეცნიერთათვის და სტუდენტებისათვის სამეცნიერო სეზონური სკოლების/ბანაკების ორგანიზება და არსებულ სეზონურ სკოლათა ფუნქციონირების ხელშეწყობა; ქართული მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; ახალი კადრების მეცნიერებაში მოზიდვა, ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლება, კვლევის მეთოდებში ტრენინგის, ტრანსფერული უნარ-ჩვევების განვითარებისა და  ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წახალისება; საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება.

>>>
2016-01-11

2015 წელს 23 ოქტომბერს, ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინურ სკოლაში დაარსდა საქართველოს შემსწავლელი კვლევების პროგრამა. 12 ნოემბერს, ხელი მოეწერა ოქსფორდის უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც ყოველწლიურად 2 მკვლევარი დაფინანსდება 12 თვიანი კვლევითი მივლინებით ოქსფორდის უნივერსიტეტში. მიწვეული მკვლევარი შეირჩევა საკონკურსო წესით უნივერსიტეტისა და ფონდის გაერთიანებული კომისიის მიერ. 

>>>