სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს
სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს, საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, 2016 წლის 15 მარტიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით
მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და დაეხმაროს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში ინტეგრაციას.
სამოგზაურო გრანტების საშუალებით ქართველ მეცნიერებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საზღვარგარეთ დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში.
სამოგზაურო გრანტების ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის სრულ ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი აგზავნის საბუთებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tg@rustaveli.org.ge
2016 წლის კონკურსი ჩატარდება 3 ნაკადად.
პირველი ნაკადისათვის საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში ელექტრონულად წარდგენის ბოლო ვადაა:
- არა უგვიანეს 2016 წლის 15 თებერვლისა, 16:00 სთ - 2016 წლის 15 მარტიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით დაგეგმილი ღონისძიებებისთვის;
ამობეჭდილი და ხელმოწერილი განაცხადების ფონდის კანცელარიაში დარეგისტრირების ბოლო ვადაა:
- პირველი ნაკადისათვის - არა უგვიანეს 2016 წლის 19 თებერვლისა, 16:00 სთ - 2016 წლის 15 მარტიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით დაგეგმილი ღონისძიებებისთვის;
- ვადის დარღვევით წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადები შესაბამისი პერიოდებისათვის საკონკურსოდ არ განიხილება.
პირველი ნაკადისათვის კონკურსის პირობებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად კონკურსის მონაწილეთათვის ონლაინ შეკითხვების გამოგზავნის ბოლო დღე - 27 იანვარი.
ფონდი არ გასცემს ინდივიდუალურ კონსულტაციებს.
ონლაინ შემოსული შეკითხვების პასუხები დაიდება 1 თებერვალს.
ჯგუფური კონსულტაციების განმავლობაში ხშირად დასმული შეკითხვების პასუხი დაიდება 8 თებერვალს.
ჯგუფური კონსულტაციები გაიმართება სამშაბათობით, შემდეგი გრაფიკით:
- 2 და 9 თებერვალს, 16:00 სთ-ზე, ფონდის საკონფერენციო დარბაზში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. #1, III სართული
კონკურსში მონაწილეებს განაცხადის წარდგენის ბოლო ვადიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ეცნობათ პასუხი დაფინანსების შესახებ ფონდის ვებგვერდის საშუალებით.
დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემული ბმულებით
კონსულტაციებისთვის, გთხოვთ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს:
ნინო დემეტრაშვილს
ელ-ფოსტა: demetrashvili@rustaveli.org.ge
ლოლიტა შენგელიას
ელ-ფოსტა: l_shengelia@rustaveli.og.ge