GEO ENG
 

 







 

საერთაშორისო ოლიმპიადა
2012-01-03

2009 წლიდან ფონდი ახორციელებს საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისათვის საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევის, მომზადებისა და მონაწილეობის ადმინისტრირებას შემდეგ საგნებში: ფიზიკა, მათემატიკა და ინფორმატიკა. 2011 წლიდან დაემატა მეოთხე დისციპლინა და საქართველოს ნაკრები ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაშიც ჩაერთო.

ადმინისტრირების I ეტაპზე ტარდება ეროვნული ნაკრები გუნდების წევრების შესარჩევი ტურები. შესარჩევ ტურებში მონაწილეობის მიღება შეუძლია იმ მოსწავლეს, რომელიც ეროვნული ოლიმპიადის დასკვნით ტურში გავიდა და თავისი ასაკობრივი ჯფუფის პირველ ათეულში მოხვდა. ამის შემდეგ იწყება გუნდების დაკომპლექტება და მისი მომზადება საერთაშორისო ოლიმპიადებზე გასამგზავრებლად.
2009 წელს, მათემატიკის შესარჩევ ტურში - 43, ფიზიკის შესარჩევ ტურში - 28, ხოლო ინფორმატიკის შესარჩევ ტურში - 19 მოსწავლე მონაწილეობდა. სასწავლო ოლიმპიადებში მონაწილე მოსწავლეთაგან 13 გამარჯვებული ეროვნული ნაკრების წევრი გახდა და მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრა. ჩვენმა მოსწავლეებმა მოიპოვეს:

2009 წელი:
3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მათემატიკის 50-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე;
1 ბრინჯაოს მედალი ფიზიკის მე-40 საერთაშორისო ოლიმპიადაზე;
1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი ინფორმატიკის 21-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე.

2010 წელი:
2 ვერცხლის, 2 ბრინჯაოს მედალი და 2 საპატიო სიგელი მათემატიკის 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე;
1 ვერცხლის მედალი და 2 საპატიო სიგელი ფიზიკის 41–ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე.
1 ოქროს მედალი ინფორმატიკის 22-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე.

2011 წელი:
2 ბრინჯაოს მედალი და 2 საპატიო სიგელი მათემატიკის 52-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე;
1 ბრინჯაოს მედალი ინფორმატიკის 23-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე;
2 ბრიჯაოს მედალი და 3 საპატიო სიგელი ფიზიკის 42–ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე.
ბიუჯეტი: 2009: 126 687 ლარი; 2010: 97 184 ლარი; 2011: 157 049 ლარი.

2012 წელი:
4 ბრინჯაოს მედალი და 1 საპარიო სიგელი ფიზიკის 43–ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე;
2 ბრინჯაოს მედალი ინფორმატიკის 24-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე;
1 ბრინჯაოს მედალი და 3 საპატიო სიგელი მათემატიკის 53-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე;
1 საპატიო სიგელი ბიოლოგიის 23-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე.

2013 წელი:
ინფორმატიკის 25-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები გუნდის შედეგები:

ვერცხლი - გულიაშვილი გიორგი
ბრინჯაო - სხირტლაძე ჯიმშერი 
                    სვანიძე ნიკოლოზი 
                    მანძულაშვილი თორნიკე

ბიოლოგიის 24-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები გუნდის შედეგები:
ბრინჯაო - გვაზავა ნანული

ფიზიკის 44–ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები გუნდის შედეგები:
ბრინჯაო - მალუძე სანდრო
საპატიო სიგელები - ჩალაური სერგი
                                      ცხადაძე გიორგი
                                      გობეჯიშვილი მიხეილი

მათემატიკის 54-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები გუნდის შედეგები:
ბრინჯაო - სვანაძე გიორგი 
                     მარგვლაშვილი აკაკი
საპატიო სიგელი - მაღალთაძე გელა 
                                  მეშველიანინ ზაური
                                  მანძულაშვილი თორნიკე 
                                 მელია ამირან

2014 წელი:

ინფორმატიკის 26-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდში დაჯილდოვდა ნაკრების სამი წევრი:
ოქროს მედალი - ნიკოლოზ სვანიძე
ბრინჯაოს მედალი - ელენე მაჩაიძე 
                                        გიორგი სხირტლაძე


მათემატიკის 55-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდში დაჯილდოვდა ნაკრების სამი წევრი:
ვერცხლის მედალი - ზაურ მეშველიანი
ბრინჯაოს მედალი - გიორგი სვანაძე 
                                        გიორგი გონაშვილი

ფიზიკის 45-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდში დაჯილდოვდა ნაკრების ორი წევრი:
ვერცხლის მედალი - გიორგი ცხადაძე
საპატიო სიგელი - მიხეილ გობეჯიშვილი

ბიოლოგიის 25-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდში დაჯილდოვდა ნაკრების ერთი წევრი:
ბრინჯაოს მედალი - გვაზავა ჯონეტა

>>>
2015-04-06

საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდები ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადებში მიიღებს მონაწილეობას.

საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტურები შემდეგი განრიგით გაიმართება:

>>>
2014-05-28

ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრები და რეზერვისტები საერთაშორისო ოლიმპიადები 2014-სთვის ემზადებიან. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით 44 მოსწავლე თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების სპეციალურ ერთთვიან კურსს გაივლის.

>>>
2014-05-12

ფიზიკის 2014 წლის საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი მესამე და მეოთხე ტურის, ასევე, ოთხივე შესარჩევი ტურის პირველადი შედეგები და შესარჩევ ტურებში მონაწილე მოსწავლეთა ნაშრომები იხილეთ ბმულ ფაილებში:

>>>
2014-05-09 მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტურების საბოლოო რეიტინგული სია აპელაციის გათვალისწინებით იხილეთ ბმულ ფაილში. >>>
2014-05-08

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 6-7 მაისს, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ფიზიკის 2014 წლის საერთაშორისო ოლიმპიადისათვის საქართველოს ნაკრების შესარჩევი მესამე და მეოთხე ტური გაიმართა.

>>>
2014-05-07

მათემატიკის 2014 წლის საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი მესამე და მეოთხე ტურის, ასევე, ოთხივე შესარჩევი ტურის პირველადი შედეგები და შესარჩევ ტურებში მონაწილე მოსწავლეთა ნაშრომები იხილეთ ბმულ ფაილებში:

>>>
2014-05-06

ბიოლოგიის პირველი და მეორე ტურის შედეგები და შესარჩევ ტურებში მონაწილე მოსწავლეთა ნაშრომები იხილეთ ბმულ ფაილებში:

>>>
2014-05-06

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 3-4 მაისს, ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლაში მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის შესარჩევი მესამე და მეოთხე ტური გაიმართა. შესარჩევი ტურების ამოცანები და ამოხსნები იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებში:

>>>
2014-05-06

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 3-4 მაისს, ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლაში ქიმიის 46-ე საერთაშორისო ოლიმპიადისათვის შესარჩევი პირველი და მეორე ტური გაიმართა. შესარჩევი ტურების ამოცანები და ამოხსნები იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებში:

>>>
2014-05-05

ფიზიკის პირველი და მეორე ტურის შედეგები და შესარჩევ ტურებში მონაწილე მოსწავლეთა ნაშრომები იხილეთ ბმულ ფაილებში:

>>>
[1] > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] ... > [8]