GEO ENG
 

 







 

2015-04-06
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 2015 წლის საერთაშორისო ოლიმპიადების შესარჩევი ტურები გაიმართება

საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდები ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადებში მიიღებენ მონაწილეობას.

საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტურები შემდეგი განრიგით გაიმართება:

ფიზიკა - 15-16 აპრილი - პირველი და მეორე ტურები (მისამართი; ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ალექსიძის №1). 
ფიზიკა - 22-23 აპრილი
-  მესამე და მეოთხე ტურები (მისამართი; ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ალექსიძის №1). 

მათემატიკა - 18-19 აპრილი - პირველი და მეორე ტურები (მისამართი: ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქ. №2, ფილარმონიის წინ); 

მათემატიკა - 25-26 აპრილი  მესამე და მეოთხე ტურები (მისამართი: ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქ. №2, ფილარმონიის წინ); 

ქიმია - 18-19 აპრილი - პირველი და მეორე ტურები (მისამართი: ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქ. №2, ფილარმონიის წინ); 

 

ბიოლოგია - 25-26 აპრილი - პირველი და მეორე ტურები (მისამართი: ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქ. №2, ფილარმონიის წინ); 


შესარჩევ ტურებზე მოსწავლეები უნდა გამოცხადდნენ  09:00  საათზე და თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი რომელიმე დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, პირადობის მოწმობა).

საერთაშორისო ოლიმიადების შესარჩევ ტურებში მონაწილე მოსწავლეთა სია საგნების მიხედვით იხილეთ თანდართულ ბმულებში:

ბიოლოგია

მათემატიკა

ქიმია

ფიზიკა

 მისამართები : ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქ. №2, ფილარმონიის წინ

                                ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ალექსიძის №1

share