შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 28 – 29 აპრილს, ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლაში ფიზიკისა და მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის შესარჩევი მესამე და მეოთხე ტურები გაიმართა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაში წელს მეორედ მიიღებს მონაწილეობას. ბიოლოგიის პირველი და მეორე შესარჩევი ტურები 28 – 29 აპრილს გაიმართება.
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 21 – 22 აპრილს, ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლაში ფიზიკისა და მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის შესარჩევი პირველი და მეორე ტური გაიმართა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ოთხ საერთაშორისო ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას. ფიზიკის, მათემატიკისა და ინფორმატიკის დისციპლინებს წელს პირველად ბიოლოგიაც დაემატება.
საქართველოს ფიზიკის ნაკრები საერთაშორისო ოლიმპიადა 2011-დან დაბრუნდა. ტაილანდის დედაქალაქში გამართულ ფიზიკის 42-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების წევრები 2 ბრინჯაოს მედლითა და სამი საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ.
ქართველი მოსწავლეები საერთაშორისო ოლიმპიადა 2011-სთვის ინტენსიურად ემზადებიან. საქართველოს სახელით 19 მოზარდი საერთაშორისო ოლიმპიადის 4 დისციპლინაში მიიღებს მონაწილეობას.
შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ადმინისტრირებული ინფორმატიკის 23-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი I და II ტურების შედეგად სააპელაციო განაცხადები არ შემოსულა.
შოთა რუსთაველის ეროვნული სომეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით მიმდინარე წლის 7 და 8 მაისს ქ. თბილისში, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში ინფორმატიკის ოლიმპიადის შესარჩევი პირველი და მეორე ტური გაიმართა.