GEO ENG
 

 







 

2011-07-04
საქართველოს 4 ნაკრები საერთაშორისო ოლიმპიადა 2011-თვის ემზადება

ქართველი მოსწავლეები საერთაშორისო ოლიმპიადა 2011-სთვის ინტენსიურად ემზადებიან. საქართველოს სახელით 19 მოზარდი საერთაშორისო ოლიმპიადის 4 დისციპლინაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, გუნდები მათემატიკის, ფიზიკის, ინფორმატიკისა და ბიოლოგიის დისციპლინებში ერთთვიან სპეციალურ მომზადებას გადიან. თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობა მათ ჯერ თბილისში, ამჟამად კი დაბა ბაკურიანში ყოველდღიურ რეჟიმში 6 საათის განმავლობაში უტარდებათ. მაღალკვალიფიციურ და გამოცდილ მეცნიერთა ჯგუფი მოსწავლეებს საერთაშორისო ოლიმპიადების საორგანიზაციო კომიტეტების მიერ დადგენილი პროგრამით ამზადებს.

საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის ნაკრებები გუნდების შერჩევა-მომზადებასა და მონაწილეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი უზრუნველყოფს.

ფიზიკის, მათემატიკისა და ინფორმატიკის საქართველოს ნაკრებებს საერთაშორისო ოლიმპიადებზე მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბიოლოგიის გუნდი კი საქართველოს ღირსებას წელს პირველად დაიცავს.

გუნდები ჰოლანდიაში, ტაილანდსა და ტაივანში ივლისში გაემგზავრებიან.

share