GEO ENG
 

 







 

სამეცნიერო აპარატურის გრანტები
2012-01-04
საგრანტო კონკურსის მიზანია აამაღლოს საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხი, გაზარდოს თანამედროვე აპარატურაზე სამეცნიერო ჯგუფების ხელმისაწვდომობა და ამით ხელი შეუწყოს ქვეყანაში სამეცნიერო0საქმიანობის გააქტიურებას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებს, რომელთა სამართლებრივი სტატუსი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. კონკურსზე დაიშვება ჯგუფური განაცხადებიც.

სამეცნიერო აპარატურის გრანტი ითვალისწინებს კვლევებისთვის საჭირო უახლესი სამეცნიერო აპარატურის შეძენასა და მასთან დაკავშირებული ხარჯების (ტრანსპორტირება, მონტაჟი, დაზღვევა და/ან საგარანტიო მომსახურება, საბანკო მომსახურება და სხვ.) დაფარვას.

2007 - 2009 წლებში დასაფინანსებლად შეიჩა 12 პროექტი. საერთო ბიუჯეტი 1 598 002 ლარი. კონკურსს ადმინისტრირება გაუწია სსიპ საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა. >>>
2013-12-09

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2013 წელს გამოცხადებულ კონკურსში ”სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ან/და სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების შესაძენად, უსასყიდლოდ გადმოცემული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის უცხოეთიდან ტრანსპორტირებისა და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი” დარეგისტირდა 89 საპროექტო განაცხადი.

>>>
2013-09-06

პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2013 წლის 15 სექტემბრიდან 10 ნოემბრის 24.00 სთ-მდე. ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის პროექტის წარმომდგენი იურიდიული პირის/პირების ერთობლივ განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 13 ნოემბრის 18.00 საათისა.

>>>