GEO ENG
 

 







 

დოქტურანტურის საგანმანათლებლო პროგრამების კონკურსი
2015-04-01

მიმდინარე წლის 3 აპრილს, 14:00 საათზე, გაიმართება „დოქტორანტურის  საგანმანათლებლო პროგრამების საგარანტო კონკურსში“ გამარჯვებულ დოქტორანტებთან საკონსულტაციო შეხვედრა. შეხვედრის მიზანია ფინანსური და პროგრამული ნაწილების მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა.

საკონსულტაციო შეხვედრის ადგილი: რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის შენობა,  ნულოვანი სართული, საკონფერენციო დარბაზი.

>>>
2015-03-20

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში № 38 (20.03.2015) შევიდა ცვლილება საგრანტო ხელშეკრულების გასაფორმებლად 2 დოქტორანტისთვის საბუთების შემოტანის ვადის გადაწევასთან დაკავშირებით.

იხილეთ ბრძანება

>>>
[1] > [2] > [3]
2015-03-18

სსიპ  შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში დარეგისტრირდა 376 საკონკურსო განაცხადი. კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო კონკურსიდან მოიხსნა 16 განაცხადი, ხოლო 2 განაცხადი მოიხსნა კონკურსანტის პირადი განცხადების საფუძველზე. კონკურსის შედეგად გამოვლინდა 87 გამარჯვებული პროექტი.

>>>
2014-11-12

საგრანტო კონკურსის მიზანია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობისათვის გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსების გზით სტიმული მისცეს: ა) სახელმწიფოში ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებასა და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადებას; ბ) უნივერსიტეტში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივ გამოყენებას; გ) სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნას;

>>>
2013-09-27 პროექტის ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2013 წლის 30 სექტემბრიდან 25 ოქტომბრის 24 სთ-მდე; კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების ფონდში წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვროს 2013 წლის 29 ოქტომბრის, 18:00 საათი; >>>
2011-12-28

2011 წლის 27 დეკემბერს გაიმართა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ რიგით მეათე სხდომა. სხდომაზე მოკლე პრეზენტაციებით (პროექტის დაცვით) წარსდგენენ ”დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თანახელმძღვანელობის კონკურსის” შეფასების მეორე საფეხურზე გასული სამი კონკურსანტი.

>>>
2011-08-24

სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თანახელმძღვანელობის საგრანტო კონკურსის ვადებს აგრძელებს.

>>>
2011-06-16

საგრანტო კონკურსის მიზანია: საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტურანტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის განხორციელების ხელშეწყობა უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ თანამემამულე მეცნიერთა ჩართულობის გზით.

>>>