GEO ENG
 

 







 

2011-08-24
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თანახელმძღვანელობისათვის სახელმწიფო გრანტების 2011 წლის კონკურსში საპროექტო განაცხადების მიღების ვადა გაგრძელდა

სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თანახელმძღვანელობის საგრანტო კონკურსის ვადებს აგრძელებს.

პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2011 წლის 17 ოქტომბრის 24:00 საათამდე. ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადება ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 20 ოქტომბრის 18:00 საათისა.

საბუთების მიღება წარმოებს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში.

მისამართი: თბილისი, ალექსიძის ქ. №1, III სართული

ვადის დარღვევით შემოსული ან არასრული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში არ მიიღება.

share