GEO ENG
 

1. ზოგადი დებულებები

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის გავლით თქვენ ეთანხმებით ფონდის მიერ შემოთავაზებული კონკურსების წესებისა და დებულებების დაცვას. ამასთანავე, ეთანხმებით, რომ, კონკრეტულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში, ვალდებული ხართ, გულდასმით გაეცნოთ შესაბამისი საგრანტო კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს, შეფასების მეთოდებსა და კრიტერიუმებს (იხ.ფონდის ვებგვერდი). ელექტრონული რეგისტრაციისას თქვენ პასუხისმგებელი ხართ მოწოდებული ინფორმაციის სისწორეზე.

2. პირობების შეცვლა

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი იტოვებს უფლებას, საჭიროებისამებრ, შეცვალოს ელექტრონული რეგისტრაციის პირობები/ ფორმები. ინფორმაცია ცვლილებების შესახებ განთავსებული იქნება ფონდის ვებგვერდზე, ანუ ელექტრონული სისტემა წარმოგიდგენთ ახალ სარეგისტრაციო პირობებს და იმ შემთხვევაში, თუ დაეთანხმებით, თქვენ დაუბრკოლებლად განაგრძობთ სისტემით სარგებლობას.

3. პირადი მონაცემები

შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეიძლება გამოიყენოს:

  • თქვენი საგრანტო განაცხადის რეგისტრაციისას;
  • ექსპერტთა ან კომისიის წევრთა მიერ თქვენი განაცხადის შეფასებისას;
  • თქვენ მიერ მოპოვებული გრანტის /სტიპენდიის ადმინისტრირებისა და მონიტორინგისას;
  • სტატისტიკური ანალიზისას;
  • შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სტრატეგიული კვლევებისათვის.

ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციით თქვენ გამოხატავთ თანხმობას. საჭიროების შემთხვევაში, თქვენი პირადი მონაცემები ფონდის მიერ გამოყენებული იქნება ზემოხსენებული მიზნებისათვის.

ინფორმაცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული და დაფინანსებული საგრანტო პროექტების შესახებ საჯაროა და შესაძლებელია, ფონდმა გამოაქვეყნოს და წინასწარდადგენილი მოცულობით ხელმისაწვდომი გახადოს ფართო საზოგადოებისათვის.

საკონტაქტო ინფორმაციის, სამუშაო ადგილის შეცვლის შემთხვევაში, უნდა აცნობოთ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს და მიაწოდოთ შესწორებული/ განახლებული ინფორმაცია.

4. უსაფრთხოება

თქვენი ელექტრონული ანგარიში
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის დროს თქვენ რეგისტრაცია უნდა გაიაროთ თქვენი ელექტრონული ფოსტის (e-mail), თქვენ მიერ შემოთავაზებული პაროლისა და თქვენი პირადი ნომრის (პირადობის მოწმობის პირადი ნომერი) მითითებით, პაროლი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 6 ნიშნისგან.

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისაგან თქვენი ელექტრონული ანგარიშის გაუქმება. ამისათვის უნდა მიმართოთ ფონდს წერილობით.

თქვენი მოვალეობები

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ელექტრონული სისტემით სარგებლობისას, თქვენი პირადი მონაცემების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად, უნდა დაიცვათ უსაფრთხოების ზომები.
თქვენ ვალდებული ხართ:

  • არ გადასცეთ ინფორმაცია თქვენი პაროლის შესახებ, ან რაიმე სხვა გზით არ გახადოთ ხელმისაწვდომი თქვენი ელექტრონული ანგარიში მესამე პირისთვის;
  • არ გამოიყენოთ სხვა მომხმარებლის სახელი და პაროლი ელექტრონულ სისტემაში შესასვლელად;
  • არ გამოიყენოთ ელექტრონული სისტემა ნებისმიერი სახის კომპიუტერული ვირუსის გასავრცელებლად;
  • არ გამოიყენოთ ინფორმაცია, რომელიც ხელყოფს მესამე მხარის (ფიზიკური ან იურიდიული პირის) ხელნაწერის უფლებას, ინტელექტუალური ან ქონებრივი საკუთრების უფლებებს.

უსაფრთხოების დაცვის პირობების დარღვევის შემთხვევაში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი იტოვებს უფლებას, შეაჩეროს ან გააუქმოს თქვენი ელექტრონული ანგარიში და მომავალში არ მოგცეთ ფონდის საგრანტო/სასტიპენდიო კონკურსებში მონაწილეობის უფლება.

5. პასუხისმგებლობა

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდს არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ თქვენ:

  • ვერ ახერხებთ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის პირობების რომელიმე პუნქტის დაცვას;
  • ვერ შეგყავთ თქვენი პირადი მონაცემები ელექტრონულ სისტემაში;
  • ვერ ახერხებთ დროულად მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენი პირადი მონაცემების შეცვლასთან დაკავშირებით.

ფონდი არ უზრუნველყოფს:

  • სისტემის მუდმივ ხელმისაწვდომობას,
  • სისტემის უწყვეტ და უხარვეზო მუშაობას.

ფონდი პასუხისმგებელი არ არის, თუკი:

  • ელექტრონულ სისტემაში მუშაობისას დაკარგავთ რაიმე სახის მონაცემებს;
  • არასწორად იყენებთ ან ვერ იყენებთ ელექტრონულ სისტემას;
  • დაიკარგება, დაზიანდება ან ხელმიუწვდომელი იქნება მონაცემები.

6. პირობების მიღება

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციისათვის და ანგარიშის შესაქმნელად აუცილებელია, დაეთანხმოთ ელექტრონული სისტემის მოხმარების პირობებს.

თუკი დააჭერთ ღილაკს ,,ვეთანხმები”, განაგრძობთ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციას.

თუკი დააჭერთ ღილაკს ,,არ ვეთანხმები”, დაბრუნდებით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მთავარ ვებგვერდზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
info@rustaveli.org.ge