|
საკონფერენციო გრანტები
2012-01-04
საკონფერენციო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარებას; ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა და გრანტის მიღება შეუძლიათ: საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამარ¬თლისა და კერძო სამართლის არასამეწარმეო იუირიდიულ პირებს და საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს მაგისტრის, დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
განაცხადით ფონდიდან მოთხოვნილი საკონფერენციო გრანტის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს.
საკონფერენციო გრანტის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფინანსდება:
კონფერენციის ორგანიზა ტორთა ან/და დამხმარე პერ სონალის საზღაური;
კონფერენციის მონაწილეთა სასტუმროს ხარჯი;
კონფერენციის მონაწილეთა ტრანსპორტირების ხარჯი;
კონფერენციის მონაწილეთა კვების ხარჯი;
კონფერენციის მოსაწყობად საჭირო აპარატურის შეს ყიდვის ან/და დაქირავების ხარჯი;
კონფერენციის ჩატარებისათვის საჭირო დარბაზის და ქი რავების ხარჯები;
კონფერენციის მასალების დაბეჭდვა;
სხვა საქონელი და მომსახურება (საკანცელარიო და სხვ.).
გრანტის მიმღებებმა კონფერენციის ჩატარებიდან 15 დღის განმავლობაში ფონდს უნდა წარუდგინონ განხორ ციელებული ღონისძიების ანგარიში, რომელიც შედგება ფინანსური და პროგრამული ნაწილებისაგან.
2009 წელს დაფინანსდა 5 საგრანტო პროექტი ბიუჯეტით 110 700 ლარი;
2010 წელს დაფინანსდა 7 საგრანტო პროექტი ბიუჯეტით 184 404 ლარი;
2011 წელს დაფინანსდა 10 საგრანტო პროექტი ბიუჯეტით 240 069 ლარი;
>>>
2014-02-27
საკონფერენციო გრანტების კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ლოკალური და საერთაშორისო სამეც-ნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარიზაციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში, მსოფლიო პროცესებში მეცნიერთა ინტეგრირებას.
>>>
2013-05-08
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ 2013 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსის შედეგები დაამტკიცა. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ლოკალური და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების ჩატარებას.
>>>
2013-02-25
საკონფერენციო გრანტების კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ლოკალური და საერთაშორისო სამეც-ნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარიზაციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში, მსოფლიო პროცესებში მეცნიერთა ინტეგრირებას.
>>>
2012-04-24
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ 2012 წლის 23 აპრილს დაამტკიცა საკონფერენციო გრანტების კონკურსის შედეგები.
>>>
2012-04-02
საკონფერენციო გრანტების კონკურსში ელექტრონული რეგისტრაციის ვადა 2012 წლის 27 თებერვლიდან 2012 წლის 6 აპრილის 24:00 საათამდე გრძელდება.
>>>
2012-02-20
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს, კონგრესებს, ფორუმებს, სიმპოზიუმებსა და სემინარებს დააფინანსებს.
>>>
2011-09-12
შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დიდი ქართველი მწერლის - ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლისთავთან დაკავშირებით, საგანგებო თემატური საკონფერენციო საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსოდ დარეგისტრირდა ერთი განაცხადი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარმოადგინა, ხელმძღვანელი - ირმა რატიანი.
>>>
2011-07-19
თემატური საკონფერენციო საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მეცნიერულ კვლევასა და პოპულარიზაციას საერთაშორისო ან ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციის, კონგრესის, სიმპოზიუმის ან სემინარის დაფინანსების გზით.
>>>
2011-05-18
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ დაამტკიცა 2011 წლის 22 მარტს გამოაცხადებული საკონფერენციო გრანტების კონკურსის შედეგები.
>>>
2011-03-22
საკონფერენციო გრანტების კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ლოკალური და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარიზაციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში, მსოფლიო პროცესებში მეცნიერთა ინტეგრირებას.
>>>
|
|