GEO ENG
 

 







 

2012-04-24
საკონფერენციო გრანტების კონკურსის შედეგები

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ 2012 წლის 23 აპრილს დაამტკიცა საკონფერენციო გრანტების კონკურსის შედეგები.

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ლოკალური და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარიზაციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში, მსოფლიო პროცესებში მათ ინტეგრირებას.

სხვადასხვა იურიდიული და ფიზიკური პირის მიერ საკონკურსოდ დარეგისტრირდა 58 განაცხადი. 2012 წლის 20 აპრილს გაიმართა საკონკურსო კომისიის სხდომა. კომისიამ განიხილა თითოეული განაცხადი, შეაფასა ისინი საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის N149 დადგენილებით დამტკიცებული კრიტერიუმების მიხედვით , გამოავლინა გამარჯვებულები, რომელიც სამეცნიერო საბჭომ დამტკიცდა.

კონკურსში გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში შემდეგი დოკუმენტაცია:

იურიდიულმა პირებმა

  1. ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადება ფონდის გენერალური დირექტორის სახელზე ;
  2. პროექტისათვის გახსნილი ანგარიშის ნომერი (გაცემული ბანკის მიერ).

ფიზიკურმა პირებმა:

  1. პროექტის ხელმძღვანელის განცხადება გენერალური დირექტორის სახელზე ;
  2. პროექტში ხელმძღვანელის პირადობის მოწმობის სრული ასლი;
  3. ანგარიშის ნომერი (გაცემული ბანკის მიერ).
share