2011-12-30
გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს გამო¬ყენებითი და ტექნოლოგიური ხასიათის სამეცნიერო კვლევების შემ¬დგომ განვითარებას, საერთაშორისო ან ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნადი მაღალტექნოლოგიური ინოვაციური პროდუქტის შექმნას. კვლევას შედეგად უნდა მოჰყვეს ახალი, გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფის, მასალების, სამკურნალო საშუალების, მოწყობილობის, კონსტრუქციის და ა.შ. შექმნა სამრეწველო ნიმუშის, პროტოტიპის სახით და შესაბამისი ტექნოლოგიის შემუშავება-სრულყოფა.
კონკურსი ორიენტირებულია კომერციულად ღირებული პროექტების შექმნაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებით კომერციული სექტორის დაინტერესებას, სამეცნიერო და ბიზნეს წრეების დაახლოებას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.
საკონკურსოდ წარმოდგენილი კვლევის მაქსიმალური ხანგრძლივობა 24 თვე, ხოლო წლიური ბიუჯეტი 100 000 ლარია. პროექტს უნდა ჰყავდეს თანადამფინანსებელი, რომლის თა¬ნა¬მონაწილეობა პროექტის დაფინანსებაში უნდა გამოიხატოს ფუ¬ლადი შენატანის სახით. მისი მოცულობა არ უნდა იყოს ფონ¬დი¬დან მოთხოვნილი თანხის 15%-ზე ნაკლები. თანადამფინანსებელი შესაძლოა იყოს ბიზნეს-კომპანია ან ის კვლევითი დაწესებულება/უნივერსიტეტი, რომლის ბაზაზეც უნდა განხორციელდეს კვლევა.
გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი, დამოუკიდებელი სახით პირველად 2011 წელს გამოცხადდა, მანამდე გამოყენებითი კვლევები სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში ფინანსდებოდა.
2011 წლის კონკურსში 331 განაცხადი დარეგისტრირდა.
>>>