GEO ENG
 

 







 

2014-03-11
გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2013 წლის კონკურსის შედეგები

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ დაამტკიცა გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2013 წლის კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები

საკონკურსო დებულების თანახმად ფონდის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია განსაზღვროს მეორე საფეხურზე გადასვლისათვის საჭირო ზღვრული შეფასებები სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებისათვის. ზღვრული შეფასება შეიძლება განსხვადებოდეს მიმართულებებისათვის, მაგრამ არ უნდა იყოს 85 ქულაზე ნაკლები.

აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას სამეცნიერო საბჭო დაეყრდნო სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მომზადებულ პროექტების შეფასებათა განაწილებას პროექტებისა და მათი წარმომდგენების იდენტიფიცირების შესაძლებლობის გარეშე. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით ზღვრული შეფასებებისა და, შესაბამისად, კონკურსის მეორე ეტაპზე გადასასვლელი პროექტების შერჩევა დაეფუძნა შემდეგ პრინციპებს:
ა)მეორე ეტაპზე გადასაყვანი პროექტების მიახლოებითი რაოდენობა მათი მოსმენის დროის გათვალისწინებით უნდა იყოს 50-55.
ბ)თითოეულ სამეცნიერო მიმართულებიდან მეორე ეტაპზე გადავიდეს მიმართულებაში „კარგი“ პროექტების რაოდენობის პროპორციული რაოდენობა; „კარგ“ პროექტად მიიჩნევა 85 და უფრო მაღალი შეფასების მქონე პროექტი;
გ)თითოეულ სამეცნიერო მიმართულებიდან მეორე ეტაპზე გადავიდეს მინიმუმ ორი პროექტი;

აღნიშნულის მიხედვით გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2015 წლის კონკურსის მეორე ეტპაზე გადავიდა 55 პროექტი.

მეორე ეტაპზე გადასული პროექტები

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ მოსმენების შემდეგ დასაფინანსებლად გამოავლინა 27 პროექტი.

გამარჯვებული პროექტები

თითოეული პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელს შეუძლია საკუთარი პროექტის შეფასებისა და ექსპერტების კომენტარების ნახვა პირად ანგარიშზე ვებგვერდზე www.rustaveli.org.ge

კონკურსში გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში არაუგვიანეს მიმდინარე წლის 21 მარტისა შემდეგი დოკუმენტაცია:

1. წამყვანი ორგანიზაციის წერილი გენერალური დირექტორის სახელზე (იხ: განცხადების ფორმა);
2. პროექტის ხელმძღვანელის და ძირითადი პერსონალის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის სრული ასლები;
3. წამყვანი ორგანიზაციის მიერ პროექტისათვის გახსნილი მიზნობრივი ანგარიშის ნომერი, რომელზეც სარგებელი არ დაირიცხები (გაცემული ბანკის მიერ);
4. თანამონაწილე ორგანიზაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ პროექტისათვის გახსნილი მიზნობრივი ანგარიშის ნომერი, რომელზეც სარგებელი არ დაირიცხები (გაცემული ბანკის მიერ);
4. წამყვანი და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციების ცნობა შემოსავლების სამსხურიდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
5. თანადამფინანსებელი ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი, უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი.
6. . პროექტის ხელმძღვანელის და ძირითადი პერსონალის განცხადება (იხ. განცხადების ფორმა);
7. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეესტრიდან.

share