GEO ENG
 

 







 

2013-04-10
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს აცხადებს

გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს გამოყენებითი და ტექნოლოგიური ხასიათის სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარებას, ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გზით შეარჩიოს და დააფინანსოს გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი პროექტები.

საკონკურსო პირობების მიხედვით პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს, ხოლო ფონდიდან წლიურად მოთხოვნილი თანხა 100 000 ლარს.

პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2013 წლის 19 მაისის 24 სთ-მდე. ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის პროექტის წარმომდგენი იურიდიული და ფიზიკური პირების ერთობლივ განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 24 მაისის 18 საათისა. ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება.

საკონტაქტო პირი: გელა ჯავახიშვილი
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის ქ. N1, III სართული
ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 4407)  577 11 20 01
ელფოსტა: gjavakhishvili@rustaveli.org.ge

share