GEO ENG
 

 







 

2012-04-30
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს აცხადებს

გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს გამოყენებითი და ტექნოლოგიური ხასიათის სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარებას, ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გზით შეარჩიოს და დააფინანსოს გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი პროექტები.

საკონკურსო პირობების მიხედვით პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს, ხოლო ფონდიდან წლიურად მოთხოვნილი თანხა 100 000 ლარს.

პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2012 წლის 7 მაისიდან 29 ივნისის 24 სთ-მდე. ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის პროექტის წარმომდგენი იურიდიული და ფიზიკური პირების ერთობლივ განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 5 ივლისის 18 საათისა. ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება. 

share