GEO ENG
 

 







 

2011-07-19
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს თემატურ საკონფერენციო საგრანტო კონკურსს ვაჟა-ფშაველას 150 წლისთავთან დაკავშირებით

თემატური საკონფერენციო საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მეცნიერულ კვლევასა და პოპულარიზაციას საერთაშორისო ან ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციის, კონგრესის, სიმპოზიუმის ან სემინარის დაფინანსების გზით.

კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებელი კონფერენციის ჩატარება გათვალისწინებული უნდა იყოს 2011 წლის 1 სექტემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით.

ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 17 000 ლარს.

პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2011 წლის 20 ივლისიდან 19 აგვისტოს 18 სთ-მდე. ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადება ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 23 აგვისტოს 18 საათისა.

ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი საკონკურსოდ არ განიხილება.

დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით: 

პროგრამის კოორდინატორი ანი ჩიქოვანი
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის #1, I I I სართული
ტელ: + (995 32) 2 33 53 04; მობ: 577 74 14 47
ელ-ფოსტა: chikovani@rustaveli.org.ge
ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge

share