GEO ENG
 

 







 

2012-02-20
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი საკონფერენციო გრანტების კონკურსს აცხადებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს, კონგრესებს, ფორუმებს, სიმპოზიუმებსა და სემინარებს დააფინანსებს. დასაფინანსებელი პროექტები სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო გრანტების კონკურსის შედეგად გამოვლინდება.

კონკურსის მიზანია საქართველოში საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა, ქართველ მკვლევართა სამეცნიერო შედეგების უცხოელი კოლეგებისათვის გაცნობა და ამ გზით ქართველ მეცნიერთა მსოფლიო პროცესებში ინტეგრაცია.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აკადემიური ხარისხისა და სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირებს, რომელთა ღონისძიება დაგეგმილია 2012 წლის 17 აპრილიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში. განაცხადები შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდზე www.rustaveli.org.ge 27 თებერვლიდან 31 მარტამდე ელექტრონულად მიიღება. კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ სამეცნიერო ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 30 000 ლარით დააფინანსებს.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის სულხან სისაურის განცხადებით, საკონფერენციო გრანტების კონკურსი ხელს უწყობს ქართველი მეცნიერების ადგილობრივ და უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობის გაღრმავებას, მათ შორის ინფორმაციის გაცვ¬ლასა და გამოცდილების გაზიარებას.


დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემული ბმულებით:


ბრძანება;
მთავრობის დადგენილება;
კონკურსის პროგრამა და პირობები;
განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
• საკონკურსო განაცხადის წარდგენა/ დარეგისტრირება.

პროგრამის კოორდინატორი ეკეტერინე ბუთლიაშვილი
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის №1, III სართული
ტელ: + (995 32) 2 200 220 (4222);
ელ-ფოსტა: eketerine@rustaveli.org.ge
ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge

share