GEO ENG
 

 







 

2011-05-18
საკონფერენციო გრანტების კონკურსის შედეგები

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ დაამტკიცა 2011 წლის 22 მარტს გამოაცხადებული საკონფერენციო გრანტების კონკურსის შედეგები.

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას. 

სხვადასხვა იურიდიული და ფიზიკური პირის მიერ საკონკურსოდ დარეგისტრირდა 68 განაცხადი. 2011 წლის 11 მაისს სამეცნიერო ფონდში გაიმართა საკონკურსო კომისიის სხდომა. ხუთი საპროექტო განაცხადი კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო კონკურსიდან მოიხსნა.


კომისიამ განიხილა თითოეული განაცხადი, შეაფასა ისინი საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის N149 დადგენილებით დამტკიცებული კრიტერიუმების მიხედვით და შეადგინა პროექტების რანჟირებული სია, რომელიც სამეცნიერო საბჭოს მე-4 სხდომაზე დამტკიცდა.

 

share