GEO ENG
 

 







 

2014-11-12
სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსს

საგრანტო კონკურსის მიზანია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობისათვის გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსების გზით სტიმული მისცეს:

ა) სახელმწიფოში ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებასა და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადებას;
ბ) უნივერსიტეტში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივ გამოყენებას;
გ) სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნას;
დ) დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობას და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას.

პროექტის ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2014 წლის 1 დეკემბრიდან 21 დეკემბრის 24 სთ-მდე; კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების ფონდში წარმოდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 23 დეკემბერი, 18:00 საათი;

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემული ბმულებით:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება

გენერალური დირექტორის ბრძანება

გენერალური დირექტორის ბრძანებაში ცვლილება

გენერალური დირექტორის ბრძანება N 133

საპროექტო წინადადება (ქართულად)

საპროექტო წინადადება (ინგლისურად)

რეკომენდაციის ფორმა (ქართულად)

რეკომენდაციის ფორმა (ინგლისურად)

ელექტრონული რესურსების ბმულები

ფინანსთა მინისტრის ბრძანება № 220 დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ
ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია


პროგრამის კოორდინატორი: ზურაბ ბრაგვაძე
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის ქ. N1, III სართული
ტელ: + (995 32) 2 200 220 , მობ: 577 50 04 75
ელფოსტა: bragvadze@rustaveli.org.ge

share