GEO ENG
 

 







 

2013-09-27
სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსს

საგრანტო კონკურსის მიზანია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის, მისი თანმდევი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და უცხო ენის სწავლის დაფინანსების გზით:

ა) სახელმწიფოში ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება;

ბ) უნივერსიტეტში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება;

გ) სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა;

დ) სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ინტეგრირება.

პროექტის ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2013 წლის 30 სექტემბრიდან 25 ოქტომბრის 24 სთ-მდე; კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების ფონდში წარმოდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 29 ოქტომბრის 18:00 საათი;

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემული ბმულებით:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება

გენერალური დირექტორის ბრძანება

საპროექტო წინადადება (ასატვირთი ფაილი, დანართი 2)

რეკომენდაციის ფორმა (დანართი 4)

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია


ფინანსთა მინისტრის ბრძანება № 220 დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ


საკონტაქტო პირი: ანი ჩიქოვანი
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის ქ. N1, III სართული
ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 4033), მობ: 577 74 14 47
ელფოსტა: chikovani@rustaveli.org.ge

share