GEO ENG
 

 







 

2011-07-21
ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ხუთივე წევრი დაჯილდოვდა

საქართველოს ფიზიკის ნაკრები საერთაშორისო ოლიმპიადა 2011-დან დაბრუნდა. ტაილანდის დედაქალაქში გამართულ ფიზიკის 42-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების წევრები 2 ბრინჯაოს მედლითა და სამი საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ.

გრიგოლ ფერაძე - ბრინჯაოს მედალი
გურამ ქართველიშვილი - ბრინჯაოს მედალი
თორნიკე ღუტიშვილი - საპატიო სიგელი
საბა ხარაბაძე - საპატიო სიგელი
გიორგი კობახიძე - საპატიო სიგელი

ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მონაწილეობის 16 წლიანი ისტორიის მანძილზე საქართველოს გუნდის ხუთივე წევრმა ჯილდოს მოპოვება მესამედ შეძლო.

ბანგკოკში საერთაშორისო ოლიმპიადა ოფიციალურად 11 ივლისს მისმა აღმატებულება პრინცესა მაჰა ჩაკრი სირინდჰორნმა და ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადის კომიტეტის პრეზიდენტმა ჰანს იორდენსმა გახსნეს. მასში მსოფლიოს 86 ქვეყანა მონაწილეობდა. 8 დღის განმავლობაში მონაწილე გუნდებმა ჯერ თეორიული, შემდეგ კი ექსპერიმენტული ტური გაიარეს.

საერთაშორისო ოლიმპიადა 2011-სთვის საქართველოს ნაკრები გუნდების მომზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა უზრუნველყო. ფიზიკოსების გარდა საქართველოს სახელით საერთაშორისო ოლიმპიადებში მათემატიკის, ინფორმატიკისა და ბიოლოგიის ნაკრები გუნდებიც მონაწილეობენ. ოთხივე ნაკრებმა ოლიმპიადებისთვის ერთთვიანი სპეციალური მომზადება საერთაშორისო კომიტეტების მიერ დადგენილი სტანდარტებით გაიარა.

share