GEO ENG
 

 







 

2014-02-11
სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურს 2014 წლის 15 მარტიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სფეროში ინტეგრაციას.

სამოგზაურო გრანტების საშუალებით ქართველ მეცნიერებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საზღვარგარეთ დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში.

სამოგზაურო გრანტების ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის სრულ ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში წარდგენის ვადები: 
კონკურსში მონაწილეობისათვის საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში ონლაინ წარდგენა შესაძლებელია:
• არა უგვიანეს 2014 წლის 25 თებერვლისა - 2014 წლის 15 მარტიდან -30 აპრილის ჩათვლით დაგეგმილი ღონისძიებებისთვის;
• არა უგვიანეს 2014 წლის 20 მარტისა - 2014 წლის მაისი-ივნისში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის;
• არა უგვიანეს 2014 წლის 20 მაისისა - 2014 წლის ივლისი-აგვისტოში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის;
• არა უგვიანეს 2014 წლის 20 ივლისისა - 2014 წლის სექტემბრი-ოქტომბერში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის;
• არა უგვიანეს 2014 წლის 20 სექტემბრისა - 2014 წლის ნოემბერი-დეკემბერში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის.
ვადის დარღვევით წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადები შესაბამისი პერიოდებისათვის საკონკურსოდ არ განიხილება.
კონკურსში მონაწილეებს განაცხადის წარდგენის ბოლო ვადიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში ეცნობებათ პასუხი დაფინანსების შესახებ ფონდის ვებგვერდის საშუალებით.

დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:

ბრძანება;

კონკურსის პროგრამა და მასში მონაწილეობის პირობები;

შეფასების კრიტერიუმები;

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის N231 ბრძანებულება;

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის N30 დადგენილება;

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია

საკონკურსო განაცხადის წარდგენა/ დარეგისტრირება


პროგრამის კოორდინატორი: ანი ჩიქოვანი
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის ქ. N1, III სართული
ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 4033), მობ: 577 74 14 47
ელ-ფოსტა: chikovani@rustaveli.org.ge

share