GEO ENG
 

 







 

2012-12-18
უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების 2012 წლის კონკურსის შედეგები

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსში დარეგისტრირდა 35 საპროექტო განაცხადი.

პროექტები შესაფასებლად გადაეცა დამოუკიდებელ ექსპერტებს. მათი შეფასებების საფუძველზე ფონდმა დაადგინა პროექტების რანჟირებულ ნუსხა. კონკურსის დებულების თანახმად, ის პროექტები, რომლებიც შეფასდნენ 91 და უფრო მაღალი ქულით გადავიდნენ შეფასების მეორე საფეხურზე.

ფონდის დამოუკიდებელი ექსპერტეტთა და საკონკურსო კომისიის შეფასებების საფუძველზე, ფონდის სამეცნიერო საბჭოს 2012 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით საგრანტო დაფინანსება მიიღო 23 პროექტმა.

კონკურსის საბოლოო შედეგები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულში:

კონკურსში გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში არაუგვიანეს მიმდინარე წლის 19 დეკემბრისა შემდეგი დოკუმენტაცია:

1. საბაზო ორგანიზაციის წერილი გენერალური დირექტორის სახელზე (იხ: განცხადების ფორმა);
2. მკვლევართა ჯგუფის წევრების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის სრული ასლები;
3. საბაზო ორგანიზაციის მიერ პროექტისათვის გახსნილი მიზნობრივი ანგარიშის ნომერი (გაცემული ბანკის მიერ);
4. საბაზო ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი;
5. პროექტის დაზუსტებული ბიუჯეტი.

share