GEO ENG
 

 







 

2013-04-10
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის კონკურსს აცხადებს

უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის კონკურსის მიზანია საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებში მომუშავე წარმატებულ თანამემამულეებთან საქართველოს სამეცნიერო კადრების მჭიდრო პროფესიული ურთიერთობის ხელშეწყობა. საგრანტო დაფინანსება დაეხმარება საქართველოში მომუშავე მკვლევრებს, უკეთ გაეცნონ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში არსებულ სამეცნიერო სიახლეებს და აითვისონ თანამედროვე კვლევითი ტექნოლოგიები. ერთობლივი პროექტების განხორციელება ქართული სამეცნიერო დიასპორის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, მუდმივი საქმიანი კონტაქტი ჰქონდეთ სამშობ-ლოსთან და თავისი ცოდნა და გამოცდილება მოახმარონ საქართველოში მეცნიერების დონის ამაღლებას.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია:
1. მკვლევართა ჯგუფს, რომელიც მიზნად ისახავს კვლევის ჩატარებას საბაზო ორგანიზაციის ბაზაზე.
საბაზო ორგანიზაცია შესაძლოა იყოს: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს საპატრიარქო, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა შესაძლებელია იყოს 24, 30 ან 36 თვე.
ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება 24–თვიანი პროექტებისთვის უნდა იყოს არაუმეტეს 100 000 ლარისა, 30–თვიანი პროექტებისთვის – არაუმეტეს 125 000 ლარისა და 36–თვიანი პროექტებისათვის – არაუმეტეს 150 000 ლარისა. პროექტის წლიური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.

პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2013 წლის 19 მაისის 24 სთ-მდე. ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის პროექტის წარმომდგენი იურიდიული და ფიზიკური პირების ერთობლივ განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 24 მაისის 18 საათისა. ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება.

საკონტაქტო პირი: ანი ჩიქოვანი
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის ქ. #1, III სართული
ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 4033), FREE;  მობ: 577 74 14 47 FREE
ელფოსტა: chikovani@rustaveli.org.ge

share