GEO ENG
 

 







 

2015-08-03
ინფორმატიკის 27-ე საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილე ოთხივე მოსწავლე მედლებით დაბრუნდა

25 ივლისს ინფორმატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი გაემგზავრა ყაზახეთში(ალმაატაში) ინფორმატიკის 27-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე. 2 აგვისტოს ნაკრების ოთხივე წევრი ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდა საქრთველოში. აღსანიშნავია, რომ ნაკრებში ორი ახალბედა მონაწილე იყო. ერთმა მონაწილემ, მეცხრე კლასელმა, გიორგი  კლდიაშვილმა  პირველად იასპარეზა ორ  მათემატიკისა და ინფორმატიკის ოლიმპიადაში და ორი  ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ასევე, აღსანიშნავია ელენე მაჩაიძე, რომელმაც უკვე მე-5 მედალი აიღო მაღალი დონის საერთაშორისო ოლიმპიადებზე და ამ შედეგით არ მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოშიც გამოირჩევა.

 

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულებს შორის, ინფორმატიკის 27-ე  საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად,  შეასარჩევი ტურების შედეგად, გამოვლინდა 4 მოსწავლე. მოსწავლეებ მაღალკვალიფიციურმა და გამოცდილმა მეცნიერთა ჯგუფის წევრებმა(მწვრთნელებმა) საერთაშორისო ოლიმპიადების კომიტეტების მიერ დადგენილი პროგრამით მოამზადეს. წვრთნები სამი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა.

 

საბოლოოდ, ამ შედეგით საქართველო ქულათა ჯამური რაოდენობით 84 მონაწილე ქვეყნიდან 30 საუკეთესოთა შორის მოხვდა და ბევრ მასზე დიდ და განვითარებულ ქვეყანას აჯობა.

ნაკრების წევრები და გამარჯვებულები:

1.        გიორგი კლდიაშვილი - ნ.ნიკოლაძის სახელობის სკოლა-  ლიცეუმი.

2.        ელენე მაჩაიძე - სიპ ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა;

3.        გიორგი სხირტლაძე - თბილისის დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი;

4.        ალექსანდრე ცხოვრებოვი - სიპ ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის  N199 საჯარო სკოლა;

share