GEO ENG
 

 







 

ახალი ამბები
2015-09-08

გაცნობებთ რომ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს 2015 წლის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამოცხადების, კონკურსის პროგრამისა და მასში მონაწილეობის პირობების დამტკიცების შესახებ გენერალური დირექტორის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

იხილეთ ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში

>>>
2015-09-08

ტვინინგგრანტების მიზანია, ხელი შეუწყოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, გრძელვადიანი სამეცნიერო, ტექნოლოგიური და ინოვაციური პროექტების განხორციელებას. გრანტების მეშვეობით სამეცნიერო ჯგუფებს საშუალება ეძლევათ, ერთობლივად განავითარონ/მოამზადონ საპროექტო განაცხადი  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის ,,ჰორიზონტი 2020“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებზე.

გამოცხადებული ტვინინგგრანტები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: კლიმატის ცვლილება;  ჯანდაცვა;  ენერგეტიკა

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს:

 

>>>
2015-09-07

2015 წლის 22-23 სექტემბერს . მინსკში (ბელორუსიატარდება EAST-HORIZON H2020/FP7-ICT სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გაივლიან ტრენინგს კვლევებისა და ინოვაციების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით საგრანტო დაფინანსების მოპოვების მიზნით პროგრამებისა და საპროექტო განაცხადის მომზადებაში.

>>>
2015-09-04

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი იწყებს მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტებისა და უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების   კონკურსების შედეგად დაფინანსებული პროექტები  საჯარო პრეზენტაციების სერიას. გრანტის ყველა მფლობელი, მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ, დაინტერესებულ საზოგადოებას გაუზიარებს მეცნიერებაში მიმდინარე სიახლეებს.  მეცნიერთა მიღწევების გასაცნობად, აკადემიური სფეროს ინტეგრირებისა და კვლევის შედეგების ურთიერთგაზიარების მიზნით  პრეზენტაციები ჩატარდება სხვადასხვა უნივერსიტეტში.

სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ყველა მსურველს, განრიგის შესაბამისად, შეუძლია თავისუფალად  დასწრება.

პრეზენტაციების განრიგი იხილეთ ბმულზე

>>>
2015-09-03

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი სექტემბერში გამოაცხადებს სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსს, რომლის მიზნებია: ქართული მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; ახალი კადრების მეცნიერებაში მოზიდვა, ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლება, კვლევის მეთოდებში ტრენინგის, ტრანსფერული უნარ-ჩვევების განვითარება; ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წახალისება; ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება.

>>>
2015-09-02

“სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) 2015 წლის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსის მიზანია საქართველოს და იტალიელ მეცნიერებსა და სამეცნიერო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ორი ქვეყნის მკვლევართა მობილობის მხარდაჭერა.

>>>
2015-09-01

თურქეთის მთავრობა დაინტერესებულ მეცნიერებსა და მკვლევარებს იწვევს წარმოადგინონ სრული დოკუმენტები, მიმდინარე კვლევითი პროექტები, სადოქტორო დისერტაციები ან აბსტრაქტები ქ. სტამბოლში დაგეგმილ მე-20 საერთაშორისო კვლევით კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც შეეხება ბიზნესის, ეკონომიკისა და სოციალურ მეცნიერებათა საკითხებს „ IRC-2015“. კონფერენცია გაიმართება ქ. სტამბოლში 2015 წლის 5 და 6 დეკემბერს.

>>>
2015-08-31

პროექტი -აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი IncoNet EaP

(ჯანდაცვა, კლიმატი და გარემოს დაცვა)

მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, ქ. თბილისში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება რიგით მეორე საინფორმაციო დღე.

>>>
2015-08-31

დაფინანსება გამოყოფილია 12-24-თვიანი სასტპენდიო პროგრამისთვის - 'POLONEZ 1'

 

მნიშნველოვანი თარიღები (deadlines):

-         საკონკურსო განცხადება: 2015 წლის 15 სექტემბერი;

-         აპლიკაციის წარდგენის ვადა: 2015 წლის 15 დეკემბერი;

-         შედეგების გამოქვეყნების ვადა: 2016 წლის 31 მაისი;

-         პროექტის დაწყების თარიღი: 2016 წლის 1 სექტემბერი;

 

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:  

http://www.ncn.gov.pl/aktualnosci/2015-07-31-polonez-dokumentacja?language=en

ან გაეცანით პრეზენტაციას:  https://ncn.gov.pl/sites/default/files/pliki/polonez_presentation.pdf

>>>
[1]... > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] ... > [71]