GEO ENG
 

 







 

2015-09-04
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის მფლობელთა საჯარო პრეზენტაციები

 შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი იწყებს მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტებისა და უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების   კონკურსების შედეგად დაფინანსებული პროექტები  საჯარო პრეზენტაციების სერიას. გრანტის ყველა მფლობელი, მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ, დაინტერესებულ საზოგადოებას გაუზიარებს მეცნიერებაში მიმდინარე სიახლეებს.  მეცნიერთა მიღწევების გასაცნობად, აკადემიური სფეროს ინტეგრირებისა და კვლევის შედეგების ურთიერთგაზიარების მიზნით  პრეზენტაციები ჩატარდება სხვადასხვა უნივერსიტეტში.

სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ყველა მსურველს, განრიგის შესაბამისად, შეუძლია თავისუფალად  დასწრება.

 

პრეზენტაციების განრიგი იხილეთ ბმულზე

share