GEO ENG
 

 







 

2015-09-03
სეზონური სკოლების გრანტის მაძიებელთა საყურადღებოდ!

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი სექტემბერში გამოაცხადებს სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსს, რომლის მიზნებია: ქართული მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; ახალი კადრების მეცნიერებაში მოზიდვა, ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლება, კვლევის მეთოდებში ტრენინგის, ტრანსფერული უნარ-ჩვევების განვითარება; ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წახალისება; ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება.

სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსის წესები და პირობები  გამოქვეყნდება ფონდის ვებგვერდზე www.rustaveli.org.ge 2015 წლის სექტემბერში.

კონკურსზე მიიღება სსიპ, აი(), ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქის მიერ წარმოდგენილი პროექტები. გრანტის მიმღები იქნება პროექტის წარმომდგენი ორგანიზაცია.

საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტი უნდა ითვალისწინებდეს:

·         მაგისტრანტის, მაგისტრის, დოქტორანტის, დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირების ჩართულობას.

·        უცხოელი/უცხოეთში მოღვაწე აკადემიური/სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირების მონაწილეობას, რომელთა კომპეტენცია შეესაბამება სეზონური სკოლის თემატიკას.

კონკურსზე წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

·         საპროექტო წინადადება;

·         პროექტის განხორციელების გეგმა გრაფიკი და ბიუჯეტი;

·         პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელისა და პროექტში მონაწილე პერსონალის განათლებისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;

·         ორგანიზაციების იურიდიული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები.

 

 

სეზონური სკოლების კონკურსის კოორდინატორი:

ქეთევან გაბიტაშვილი

მისამართი: . ალექსიძის . N1, III სართული 
ტელ: + (995 32) 2 200 220 (4407)

მობ: + (995) 577977387

ელ.ფოსტა: gabitashvili@rustaveli.org.ge

share