GEO ENG
 

 







 

2015-09-08
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას პროექტის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელის’’ ფარგლებში ტვინინგგრანტების (Twinning grants) შესახებ

ტვინინგგრანტების მიზანია, ხელი შეუწყოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, გრძელვადიანი სამეცნიერო, ტექნოლოგიური და ინოვაციური პროექტების განხორციელებას. გრანტების მეშვეობით სამეცნიერო ჯგუფებს საშუალება ეძლევათ, ერთობლივად განავითარონ/მოამზადონ საპროექტო განაცხადი  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის ,,ჰორიზონტი 2020“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებზე.

გამოცხადებული ტვინინგგრანტები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: კლიმატის ცვლილება;  ჯანდაცვა;  ენერგეტიკა

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს:

 

share