GEO ENG
 

 







 

ახალი ამბები
2015-10-29

განობებთ, რომ აღნიშნული კონკურსის პირველი საკონსულტაციო დღე გაიმართება 2015 წლის 30 ოქტომბერს, 16:00 სთ-ზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში (თბილისი, ალექსიძის ქ.1, III სართული).

 

მეორე საკონსულტაციო შეხვედრის ზუსტ ადგილს გაცნობებთ მოგვიანებით ფონდის ვებგვერდის მეშვეობით.

>>>
2015-10-28

კონკურსის მიზანია: ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით კვლევების ხარისხის ზრდის ხელშეწყობა, კვლევითი უნარ-ჩვევებისა და თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერება და გაუმჯობესება.

>>>
2015-10-26

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლოდაწესებულების ნებისმიერი საფეხურის სტუდენტს. თითოეული გამარჯვებული პროექტი 10 000 ლარით დაფინანსდება.  პროექტების ხანგრძლივობა 6 თვემდეა. პროექტების მოკლე ვერსიების ელექტრონული რეგისტაცია 25 ნოემბრის 24 საათზე დასრულდება.

>>>
2015-10-23

კონკურსის მიზანია: მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა.

>>>
2015-10-16

2015 წლის 16 ოქტომბერს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა პრეზენტაცია ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების პროგრამულ და ფინანსურ მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებზე.

გრანტის მიმღებებს ასევე ჩაუტარდათ ტრენინგი მონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში მუშაობასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ დაფინანსებული  გრანტების სამეცნიერო ხელმძღვანელები და საბუღალტრო მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირები. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ფონდის სამეცნიერო გრანტებისა და პროგრამების უზრუნველყოფის, შეფასებისა და ანალიზის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პასუხი გასცეს გრანტიორთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

>>>
[1] > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] ... > [71]