GEO ENG
 

 







 

2015-08-31
ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის საინფორმაციო დღე

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 18 ორგანიზაციასთან ერთად, მონაწილეობს ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამით (FP7) დაფინანსებულ პროექტში „აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP. 

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ორგანიზებას უწევს ე.წ. საინფორმაციო დღეების ჩატარებას. ღონისძიებაზე განიხილება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში-Horizon 2020  საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები.  

მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, ქ. თბილისში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება რიგით მეორე საინფორმაციო დღე.

ღონისძიებაზე განხილულ საკითხებს შორისაა:  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის (Horizon 2020) მიმოხილვა (დაფინანსების შესაძლებლობები, საერთაშორისო თანამშრომლობა); საქართველოს მონაწილეობა ჩარჩო პროგრამაში; საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშემწყობი კვლევისა და განვითარების პროგრამები. ჩატარდება ორი პარალელური თემატური სესია: ჯანდაცვის საკითხებსა და კლიმატის ცვლილებებისა და ენერგეტიკის შესახებ.

ღონისძიების დღის წესრიგი და დამატებითი ინფორმაცია ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნდება უახლოეს მომავალში.

შეხვედრის სამუშაო ენაა ინგლისური.

პროექტის ფარგლებში პირველი საინფორმაციო დღე გაიმართა 2014 წლის 14 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

share