GEO ENG
 

 







 

ახალი ამბები
2015-07-28

მიმდინარე წლის ივნისის თვეში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში ბატონი რევაზ გაჩეჩილაძე შეხვდა გაერთიანებული სამეფოს მეცნიერებათა აკადემიის საგარეო საქმეთა მდივანს,  ქალბატონ ჰელენ უოლესს და საერთაშორსო განყოფილების ხელმძღვანელს, ქალბატონ ნატაშა ბევენსს. შეხვედრაზე განხილულ იქნა გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები,  ასევე დიდ ბრიტანეთში ახალგაზრდა ქართველი მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომი პროგრამები. ბრიტანეთის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ორი პროგრამის შესახებ, რომლებიც ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებს საშუალებას აძლევს განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები.

>>>
2015-07-24

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევითი-საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ქართველ მაგისტრანტებს შეასრულონ მათ სამაგისტრო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილ JÜLICH-ის კვლევითი ცენტრის ბაზაზე. ამასთან, პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს გერმანულ მხარეს, მიიზიდოს საქართველოს უნივერსიტეტებიდან საუკეთესო სტუდენტები და ჩართოს ისინი, სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში, მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობაში.

>>>
2015-07-20

 

მათემატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი წევრები მათემატიკის 56-ე საერთაშორისო ოლიმპიადიდან IMO

2015 (ტაილანდი, ჩიანგ-მაი) 4 მედლითა და 1 სიგელით დაბრუნდნენ:

>>>
2015-07-17

2015 წლის 17 ივლისს, შოთა  რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და ფონდის გენერალური დირექტორი ახალ საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შეხვდნენ რეორგანიზაციის შედეგად რუსთაველის ფონდი ახალი წესდებით იწყებს მუშაობას. ფონდის მართვის მიზნით შეიქმნა ახალი კოლეგიალური ორგანო - სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ მსოფლიოში გამოჩენილი უცხოელი და ქართველი მეცნიერები და საქართველოს მთავრობის წევრები.

შეხვედრაზე მინისტრმა, თამარ სანიკიძემ და გენერალურმა დირექტორმა, მარინე ჩიტაშვილმა სამეთვალყურეო საბჭოს გააცნეს ფონდისმუშაობის პრიორიტეტები, ბოლო ოთხი წლის მუშაობის სტატისტიკა და განიხილეს ფონდის  განვითარების ახალი სტრატეგიული გეგმა: საერთაშორისო ექსპერტთა ქსელის გაფართოება; გრანტების მენეჯმენტის ერთიანი ახალი სისტემისა და ახალი ბაზის შექმნა; საქართველოს ერთიანი სამეცნიერო პორტალის შექმნა; სამეცნიერო საინფორმაციო და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა; საგრანტო პროგრამების განახლება.

 

საბჭოს სხდომაზე განიხილეს ფონდის პრიორიტეტები:სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისობა საქართველო 2020-ის პრიორიტეტებთან; მიზნობრივი, გრძელვადიანი საგრანტო პროექტები STEM-ის მიმართულებით; შეფასების ახალი კრიტერიუმები-საუკეთესო პროექტების დაფინანსება; საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების პროგრამა; ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ხელშეწყობის გაძლიერება; მეცნიერება იწყება სკოლიდან; ახალ საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ერთობლივი კვლევების ხელშეწყობა; გამოყენებითი კვლევების ერთობლივი საგრანტო კონკურსი GITA -სთან და საქპატენთან თანამშრომლობით.

>>>
2015-07-14

ბაჰრეინის სამეფოს მიერ დაფინანსებული პრიზის მოსაპოვებლად იუნესკო კონკურსს აცხადებს. 2015 წლის კონკურსის თემაა: პედაგოგიური ინოვაციები - საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განათლებაში (Information and Communication Technologies ICT).

>>>
2015-07-14

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისი (TCO) შეიქმნა საგრანტო კონკურსის საფუძველზე, რომელიც ჩატარდა აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდისა (CRDF -Global) და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) მიერ, აშშ-ის თავდაცვისა და საფრთხის შემცირების სააგენტოს (US DTRA) მიერ დაფიანანსებული პროგრამის - "დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მეცნიერების მდგრადი განვითარება საქართველოში" - ფარგლებში.

კონკურსის პირობების შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე

http://iliauni.edu.ge/ge/siaxleebi-8/konkursebi/konkursi-biologiisa-da-bioteqnologiis-sferoshi-arsebuli-inovaciebistvis.page

>>>
2015-07-08

2015 წლის 8 ივლისს, 12 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  (თსუ III კორპ. #108) შედგა  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობა) მიერ დაფინანსებული პროექტის ლაზეთი სამეცნიერო კვლევის ობიექტი თანამედროვე თურქეთში (ისტორია, კულტურა, ენათმეცნიერება) ფარგლებში შესრულებული კოლექტიური მონოგრაფიის — „ლაზები და ლაზეთი თურქეთის გამოცემებში“  და  ვებ-გვერდის  (ტექნიკურ-გაცნობით ხასიათს) პრეზენტაცია. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო პროექტის სამუშაო ჯგუფმა, ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა და თანამშრომლებმა. სამუშაო შეხვედრის დროს პროექტში მონაწილე მეცნიერებმა ისაუბრეს გამოცემული მონოგრაფიის როგორც სამეცნიერო, ასევე  მის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე, რამაც დამსწრე საზოგადოების ინტერესი გამოიწვია. სამეცნიერო დისკუსიამ საინტერესო, საქმიან ვითარებაში ჩაიარა. მონოგრაფიის და ვებგვერდის ფართომასშტაბიანი პრეზენტაცია ჩატარდებასექტემბრის თვეში. რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო წრეების წარმომადგენლები და თურქეთის ლაზეთიდან მოწვეული სტუმრები.

>>>
2015-07-02

შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და კომპანია ელსევიერს (Elsevier) შორის, 2014 ელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, გრძელდება წარმატებული პარტნიორობა. ერთი წლის მანძინზე ურთირთთანამშრომლობის შედეგად გაიმართა მეცნიერებისა და განვითარების ფორუმ: კვლევების განვითარება საქართველოში; შეირჩა  საქართველოში არსებული ორი სამეცნიერო ჟურნალი ელსევიერის ბაზაში განსათავსებლად; ჩატარდა სემინარები-სამეცნიერო სტატიის წერის სტანდარტების შესახებ. ასევე, საქართველოს მეცნიერები უფასოდ გააგრძელებენ სარგებლობას ელსევიერისუმსხვილესი საერთაშორისო   სამეცნიერო ბაზით - მსოფლიოში გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურით.

 

კომპანია ელსევიერი ხელშეკრულებით უზრუნველყოფს  ფონდის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, კერძოდ, კონსორციუმის ყველა წევრისთვის წვდომა გახსნილია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ოთხივე ელექტრონულ ინსტრუმენტზე:

1.    ScienceDirect® online http://www.sciencedirect.com/

2.    Scopus® online http://www.scopus.com/ 

 

>>>
2015-06-30

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA) იწვევს უნივერსიტეტებს ჩაერთონ გამოკითხვაში თემაზე- „უნივერსიტეტები ევროპის ენერგეტიკული ტექნოლოგიების სტრატეგიულ გეგმაში“ ( UNI-SET Universities Survey).  გამოკითხვა მიზნად ისახავს ე.წ. რუქის შექმნას, სადაც დაფიქსირდებიან ის უნივერსიტეტები, რომლებშიც კვლევა და სწავლება მიმდინარეობს ენერგეტიკის მიმართულებით.

>>>
[1]... > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] ... > [71]