GEO ENG
 

 







 

2015-07-14
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სფეროებში წარმატებული და კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე გამოგონებების შესარჩევად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისი (TCO) შეიქმნა საგრანტო კონკურსის საფუძველზე, რომელიც ჩატარდა აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდისა (CRDF -Global) და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) მიერ, აშშ-ის თავდაცვისა და საფრთხის შემცირების სააგენტოს (US DTRA) მიერ დაფიანანსებული პროგრამის - "დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მეცნიერების მდგრადი განვითარება საქართველოში" - ფარგლებში.

კონკურსის პირობების შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე

http://iliauni.edu.ge/ge/siaxleebi-8/konkursebi/konkursi-biologiisa-da-bioteqnologiis-sferoshi-arsebuli-inovaciebistvis.page

share