GEO ENG
 

 







 

2015-06-30
ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA) უნივერსიტეტებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA) იწვევს უნივერსიტეტებს ჩაერთონ გამოკითხვაში თემაზე- „უნივერსიტეტები ევროპის ენერგეტიკული ტექნოლოგიების სტრატეგიულ გეგმაში“ (UNI-SET Universities Survey).  გამოკითხვა მიზნად ისახავს ე.წ. რუქის შექმნას, სადაც დაფიქსირდებიან ის უნივერსიტეტები, რომლებშიც კვლევა და სწავლება მიმდინარეობს ენერგეტიკის მიმართულებით.

პროექტის მიზანია განავითაროს კავშირები ევროპულ უნივერსიტეტებსა და  ევროპულ ინსტიტუციებს შორის, როგორიც არის ევროკომისია და ევროპარლამენტი.  ამისთვის კი საჭიროა ყველა აუცილებელმა ინფორმაციამ თავი მოიყაროს UNI-SET-ში , რაც  ენერგეტიკულ კვლევებში მონაწილე უნივერსიტეტების ევროპულ პლატფორმას (EUA-EPUE) შესაძლებლობას მისცემს, ევროპული უნივერსიტეტები, ენერგეტიკული ტექნოლოგიების სტრატეგიულ გეგაში, ასევე სხვა შესაბამის პროექტებსა და ევროკომისიის პოლიტიკაში ჩართოს.

ევროპული უნივერსიტეტების ასოციაცია მოუწოდებს უნივერსიტეტებს მიიღონ მონაწილეობა ამ გამოკითხვაში და აზუსტებს რომ, რადგან ენერგეტიკა მულტიდისციპლინური სფეროა, მზად არიან მიიღონ ინფორმაცია როგორც STEM-ის (ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის), ასევე ბიოინჟინერიის, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების, მედიცინის, ეკონომიკის, ხელოვნების, სოციალური თუ  ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით.

გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ EUA-ს წევრ უნივერსიტეტებს და ასოცირებულ წევრებს. დარეგისტრირების ბოლო ვადაა 2015 წლის 15 ივლისი.

გთხოვთ, დეტალური ინფორმცია ნახოთ დანართებისა და ელექტრონული ბმულის საშუალებით: http://universities.uni-set.eu

დანართი 1

დანართი 2

share