GEO ENG
 

 







 

2015-07-28
რუსთაველის ფონდი ავრცელებს ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მეცნიერებათა აკადემიის საგრანტო პროგრამების შესახებ

Newton International Fellowships

http://newtonfellowships.org

ნიუტონის საერთაშორსო გრანტი სამეცნიერო - კველვითი მუშაობისათვის

Newton International Fellowships Scheme წარმოდგენილია ბრიტანეთის აკადემიის, სამეფო საზოგადოებისა (The Royal Academy) და მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის მიერ. საგრანტო სქემა განვითარდა მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო ახალგაზრდა მკველვარების შერჩევის და  ერთობლივ კვლევით მუშაობაში  ჩართვის მიზნით.  ახალგაზრდა მეცნიერებს (პოსტდოქტორებს) საშუალება ეძლევათ, 2 წლის განმავლობაში განახორციელონ  სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობა გაერთიანებული სამეფოს კვლევით დაწესებულებებში.  საერთაშორსო გრანტი ითვალისწინებს შემდეგ მიმართულებებს: ფიზიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები.

 

Newton International Fellowship განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

-          ფლობდეს დოქტორის აკადემიურ ხარისხს ან იყოს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დასკვნით ეტაპზე (ასეთ შემთხვევაში განმცხადებელმა უნდა წარადგინოს საბუთი, რომლითაც დასტურდება, რომ აპლიკანტს საგრანტო პროგრამის დასაწყისისათვის დოქტორის აკადემიური ხარისხი მინიჭებული ექნება). 

-          ჰქონდეს არაუმეტეს 7 წლიანი მოღვაწეობის გამოცდილება სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდგომ (სწავლება და წარმოების სფეროში დახარჯული დრო ითვლება);

-          ცხოვრობდეს და მოღვაწეობდეს გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ და არ ფლობდეს გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობას;

-          ფლობდეს ინგლისურ ენას;

-          წინასწარ დაამყაროს თანამშრომლობა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან თანა-აპლიკანტთან (UK Sponsor)  და ამის საფუძველზე წარმოადგინოს ორივე მხარისათვის საინტერესო და სასარგებლო საპროექტო წინადადება;

-          UK Sponsor, თანა-აპლიკანტი უნდა ფლობდეს მუდმივ ან სტაბილურ კონტრაქტს სახელმწიფოს მეირ დაფინანსებულ კვლევით დაწესებულებაში. უნდა იყოს დამკვიდრებული მკვლევარი, რომელსაც აქვს სულ მცირე პოსტდოქტორის სტატუსი და მზად არის, პროექტის განმავლობაში ორგანიზება გაუწიოს პრაქტიკულ და ადმინისტრაციულ საკითხებს;

-          მიმღები დაწესებულება უნდა იყოს გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო, სამეცნიერო- კვლევითი დაწესებულება, რომელშიც   თანა-აპლიკანტი (UK Sponsor) მოღვაწეობს.

სამეცნიერო - კველვითი მუშაობისათვის გრანტის ხანგრძილივობაა 2 წელი და მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

-          ყოველწლიურად £24,000 -  საარსებო, სამომხმარებლო ხარჯები;

-          ყოველწლიურად £8,000 - კვლევასთან დაკავშირებული ხარჯები;

-          £2,000 ერთჯერადი თანხა გადასაადგილებლად.

მასპინძელი  დაწესებულება მიიღებს საგრანტო პროექტის ღირებულების 50 %, როგორც ზედნადები ხარჯების კონტრიბუციას. პროექტის დასრულების შემდეგ, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, გამოყოფილი იქნება დამატებითი სტიპენდიები.

 

განაცხადის წარდგენა ხდება სამეფო საზოგადოების (The Royal Society) ელექტრონული სისტემის მეშვეობით: https://e-gap.royalsociety.org/Login.aspx?ReturnUrl=%2f

საპროექტო განაცხადის წარდგენა ხდება ერთობლივად - განმცხადებლისა და სპონსორის მიერ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://newtonfellowships.org

 

  

British Academy for the humanities and social sciences

The International Partnership and Mobility (IPM) Scheme

 

http://www.britac.ac.uk/funding/guide/intl/International_Partnership_and_Mobility.cfm

 

საერთაშრისო პარტნიორობისა და მობილობის (IPM) სქემა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს პარტნიორობის განვითარებას გაერთიანებულ სამეფოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას შორის, დაამყაროს გრძელვადიანი თანამშრომლობა მეცნიერებს შორის  გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების გზით.

სქემა წარმოადგენს სამწლიან და ერთწლიან პროგრამებს პარტნიორობისათვის. ერთწლიანი გრანტი განიხილება, როგორც ახალი კოლაბორაციული პარტნიორობის წამახალისებელი ინიციატივა. სამწლიანი გრანტი კი ფოკუსირებულია შემდგომ კვლევაზე და მოიცავს თანამშრომლობისა და გაცვლის შედარებით ფართო პროგრამას. გრანტი მოიცავს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ნებისმიერ მიმართულებას, ყურადღებას ამახვილებს ერთობლივ კვლევაზე და საერთო ინტერესების გამტარებელ საპროექტო განაცხადზე. პარტნიორობა მოიცავს მობილობას, გაცვლას, სემინარებს.

განმცხადებელი უნდა ფლობდეს პოსტდოქტორის სტატუსს ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს. კვლევა უნდა ჩატარდეს ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებებში. საპროექტო განაცხადს წარმოადგენს ძირითადი განმცხადებელი და თანა-განმცხადებელი. ძირითადი განმცხადებელი არის გაერთიანებული სამეფოს რეზიდენტი, რომელიც მოღვაწეობს გაერთიანებულ სამეფოში კვლევით დაწესებულებაში. თანა-განმცხადებელი (თანა-აპლიკანტი)  მოღვაწეობს გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ კვლევით დაწესებულებაში (აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, შუა აღმოსავლეთში, ევრაზიაში, სამხრეთ აზიაში, აღმოსავლეთ ან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში). აღსანიშნავია, რომ განმცხადებლებს დასჭირდებათ ინსტიტუციური მხარდაჭერა: სემინარების, კურსების ორგანიზება მოიცავს ინსტიტუციური რესურსის გამოყენებას. წინამდებარე სქემის ერთ-ერთი ამოცანაა სწორედ ინსტიტუციებს შორის კავშირების დამყარებას შეუწყოს ხელი.

 

გრანტის ოდენობა წელიწადში შეადგენს  £10,000.   საპროექტო განაცხადის წარმოდგენა წარმოებს მხოლოდ ელექტრონულად, ბრიტანეთის აკადემიის ელექტრონული სააპლიაკციო სისტემის მეშვეობით: https://egap.britac.ac.uk/Login.aspx?ReturnUrl=%2f

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.britac.ac.uk/funding/guide/intl/International_Partnership_and_Mobility.cfm

 

 

აღნიშნულ კონკურსებზე წელს მიღება დასრულებულია. კონკურსები ცხადდება ყოველწლიურად და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ზემოაღნიშნულ ბმულებზე გადაამოწმონ კონკურსის სტატუსი და ახალი ვადები“

share