GEO ENG
 

 







 

2015-07-14
იუნესკო განათლებაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გამოყენების შესახებ კონკურსს აცხადებს

ბაჰრეინის სამეფოს მიერ დაფინანსებული პრიზის მოსაპოვებლად იუნესკო კონკურსს აცხადებს. 2015 წლის კონკურსის თემაა: პედაგოგიური ინოვაციები - საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განათლებაში (Information and Communication Technologies ICT).

პრიზი გადაეცემა სახელმწიფოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფიზიკურ პირებს, რომელთაც განათლებაში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით. მათ კანდიდატურას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნულ კომისიასთან შეთანხმებით წარუდგენს იუნესკოს. სხვა შემთხვევაში (იგულისხმება საბუთების ინდივიდუალურად გაგზავნა) იუნესკო განაცხადებს არ განიხილავს.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კი კონკურსში მონაწილეთა მსურველების სიას უგზავნის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია  სარეგისტრაციო ფორმის (დანართი 2) შევსება ინგლისურ ან ფრანგულ   ენაზე  და განაცხადის ფორმის (დანართი 3)  შევსება ქართულ ენაზე .

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 9 ოქტომბერი.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია, აუცილებლად მოიძიეთ მითითებული ბმულის საშულებით : http://www.unesco.org/new/en/unesco/themes/icts/ict-in-education-prize/

დანართი 1: სააპლიკაციო გზამკვლევი

დანართი 2: რეგისტრაციის ფორმა

დანართი 3: განაცხადის ფორმა (ქართულად)

დანართი 4: წესდება

დანართი 5: ფინანსური რეგულაციები

 

share