GEO ENG
 

 







 

2015-09-01
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ბიზნესის, ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების მე-20 საერთაშორისო კვლევითი კონფერენციის შესახებ

თურქეთის მთავრობა დაინტერესებულ მეცნიერებსა და მკვლევარებს იწვევს წარმოადგინონ სრული დოკუმენტები, მიმდინარე კვლევითი პროექტები, სადოქტორო დისერტაციები ან აბსტრაქტები ქ. სტამბოლში დაგეგმილ მე-20 საერთაშორისო კვლევით კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც შეეხება ბიზნესის, ეკონომიკისა და სოციალურ მეცნიერებათა საკითხებს „ IRC-2015“. კონფერენცია გაიმართება ქ. სტამბოლში 2015 წლის 5 და 6 დეკემბერს.

დასწრების უპირატესობები:

1.        გაერთიანებული ერების ასოცირებული ინსტიტუტების წინაშე საკუთარი პროფილის წარდგენის შესაძლებლობა;

2.        პუბლიკაცია კონფერენციასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ჟურნალში;

3.        კვლიფიკაციის ამაღლება მკვლევარებთან ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე კარიერის ნებისმეირ ეტაპზე;

4.        გამოცდილ კოლეგებთან დისკუსიების შედეგად საკუთარი კვლევებისა და კვლევითი იდეების დემონსტრირება და განვითრება;

5.        ტრენინგებისა და განვითარების შესაძლებლობა პროფესიული განვითარების სემინარების (Professional Development Workshop-PDW)  სეზონებზე;

6.        დისკუსიის დროს მკვლევარებთან თანამშრომლობისა და ერთობლივი კვლევების განხორციელების შესაძლებლობა საკუთარი კვლევითი ინტერესების ფარგლებში და მის გარეთ, და სხვა მრავალი ივენთი;

7.     საუკეთესო ნამუშევრების დაჯილდოება

8.     სამი საუკეთესო პრეზენტაციის დაჯილდოება

9.     ახალგაზდა მკვლევარის ჯილდო

 

თარიღი:  05-06 დეკემბერი, 2015,  სტამბოლი, თურქეთი

საბუთების მიღების ბოლო ვადა:  20 ნოემბერი, 2015

 რეგისტრაციის ბოლო ვადა:    30 ნოემბერი, 2015

 

წარმოადგინეთ თქვენი აბსტრაქტები მითითებულ ელ-ფოსტაზე:   Conferencesistanbul@gmail.com

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:

http://www.ircconferences.com/upcommings/istanbul-conference.html

 

share