GEO ENG
 

 







 

2015-08-19
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას შვეიცარიის სამთავრობო სტიპენდიების შესახებ

    პოსტ-დოქტორანტებისა და მკვევარების კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა:

   აპლიკანტის დოქტორის აკადემიური ხარისხი მინიჭებიდან კონკურსზე განაცხადის წარდგენის დრომდე 5 წლიანი შუალედი არ უნდა იყოს;  

    აპლიკანტი, რომელიც ერთ წელზე მეტი ხნის მანძილზე იმყოფება შვეიცარიაში სასტიპენდიო პერიოდის დაწყების დროისთვის (სექტემბერში) არ დაიშვება კონკურსზე;

    აპლიკანტმა უნდა წარადგინოს წერილი (ან ელექტრონული ფოსტა) შვეცარიის მიმღები უნივერსიტეტის პროფესორისაგან, რომელიც დაადასტურებს თავის სურვილს, უხელმძღვანელოს მკვლევარს;

   აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს კვლევითი პროექტი შესრულების გრაფიკის თანხლებით. ეს არის განაცხადის ძირითადი დოკუმენტაცია და აპლიკანტმა მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს .

      დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

    დოქტორანტების კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა:

შვეიცარიის უნივერსიტეტის მიერ აღიარებული  მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

განახცადის წარდგენის დროს აპლიკანტი უნდა იყოს 35 წლამდე;

  აპლიკანტი, რომელიც ერთ წელზე მეტი ხნის მანძილზე იმყოფება შვეიცარიაში სასტიპენდიო პერიოდის დაწყების დროისთვის (სექტემბერში) არ დაიშვება კონკურსზე ;

  აპლიკანტმა უნდა წარადგინოს წერილი (ან ელექტრონული ფოსტა) შვეცარიის მიმღები უნივერსიტეტის პროფესორისაგან, რომელიც დაადასტურებს თავის სურვილს, უხელმძღვანელოს დოქტორანტს. იმ შემთხვევაში, როდესაც სადოქტორო პროგრამა შეადგენს სტრუქტუირებული პროგრამის ნაწილს, დოქტორანტმა უნდა წარადგინოს პროგრამაზე მიღების წერილი. ასეთი ტიპის წერილების გარეშე განაცხადი არ განიხილება

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

 პლიკანტმა უნდა წარმოადგინოს კვლევითი პროექტი შესრულების გრაფიკის თანხლებით. ეს არის განაცხადის ძირითადი დოკუმენტაცია და აპლიკანტმა მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს;

  აპლიკანტი უნდა ფლობდეს ენას დოქტორანტისათვის საჭირო სასწავლო-კვლევითი აქტივობების განსახორციელებლად;

  აპლიკანტები, რომელთაც ერთხელ უკვე მიღებული აქვთ Swiss Government Excellence Scholarships, არ ეძლევათ კონკურსში მონაწილეობის უფლება .

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

 

კონკურსის ვადები

 

სასწავლო წელი:                              2016-2017

კონკურსის დაწყების თარიღი:      10.08.2015

საბუთების მიღების ბოლო ვადა:    13.11.2015

 

share