GEO ENG
 

 







 

2015-08-05
2015 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები

ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში დარეგისტრირდა 30 საგრანტო განაცხადი. კონკურსის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო კონკურსიდან მოიხსნა ორი  განაცხადი.


ფონდის გენერალური დირექტორის 23 ივლისის N105 ბრძანებით შექმნილმა დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან შემდგარმა პროექტების შემფასებელმა კომისიამ  საკონკურსოდ დარჩენილი 28 საგრანტო განაცხადი შეაფასა  საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის  N120 დადგენილებით დამტკიცებული დებულების N2 დანართით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების შესაბისად და დასაფინანსებლად გამოავლინა 18  განაცხადი.

 

გამარჯვებული პროექტები


გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში 2015 წლის 6 აგვისტოდან 10 სექტემბრის  18:00 საათამდე  ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული დოკუმენტები.

გენერალური დირექტორის ბრძანება

გთხოვთ, გაითვალისწინოთ დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!

share