GEO ENG
 

 







 

2015-08-03
„ჰორიზონტი 2020”-ის საინფორმაციო დღე გარემოსდაცვით თემატიკაზე გაიმართება

2015 წლის 5 აგვისტოს, ოთხშაბათს 10 სთ-ზე, განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამაჰორიზონტი 2020”-ის „საინფორმაციო დღე გარემოსდაცვით თემატიკაზე“. შეხვედრას გახსნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ქალბატონი თამარ სანიკიძე  და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი თეიმურაზ მურღულია.

 

შეხვედრა მიზნად ისახავს გარემოს დაცვის სფეროში მოღვაწე მეცნიერების, მკვლევარების და ინოვაციური პროექტებით დაინტერესებული პირების ინფორმირებას ჰორიზონტი 2020-ის პროგრამასთან დაკავშირებით, შესაძლებლობების გაძლიერებას და მათთვის გამოცდილების გაზიარებას.

 

გთხოვთ, ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად  დარეგისტრირდეთ  (გამოაგზავნოთ სახელი, გვარი, ორგანიზაცია, საკონტაქტო ინფორმაცია)  შემდეგ მისამართზე: h2020georgia@gmail.com.  ელ-ფოსტის სათაურში (subject) მიუთითეთჰორიზონტი 2020-ის საინფორმაციო დღე“.

 

ადგილები შეზღუდულია, შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭებათ ადრე დარეგისტრირებულ პირებს.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 16:00 სთ, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2015 .

 

შეხვედრის ადგილი:იმიტრი უზნაძის 52,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობაში.

share