GEO ENG
 

 







 

2015-08-13
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ბრაზილიის სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების ეროვნული საბჭოსა და მსოფლიოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ

ბრაზილიის სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების ეროვნული საბჭო (CNPq-MCTI) და მსოფლიოს მეცნიერებათა აკადემია (TWAS) განვითარებადი ქვეყნებიდან დაინტერესებულ მკვლევარებს იწვევს საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა  მიზნად ისახავს ახალგაზრდა მეცნიერების შერჩევას საკონკურსო წესით და მათ ჩართვას ბრაზილიის - სადოქტორო პროგრამებში, ახალგაზრდა მკვლევარებისთვის და პოსტ-დოქტორებისთვის.  

 

კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ მიმართულებში:

 

·         აგრარული მეცნიერებები;

·         ბიოლოგიური მეცნიერებები;

·         მედიცინის მეცნიერებები;

·         ქიმია;

·         საინჟინრო მეცნიერებები;

·         მათემატიკა, ალბათობა და სტატისტიკა;

·         კომპიუტერული მეცნიერებები;

·         ფიზიკა;

·         ასტრონომია და გეოგრაფია.

 

CNPq-TWAS პროგრამის მიხედვით გამოცხადებულია:

30 სტიპენდია ახალგაზრდა მკვლევარებისთვის; 20 სტიპენდია სრული განაკვეთის სადოქტორო პროგრამისათვის; 10 სტიპენდია - პოსტდოქტორებისთვის.

 

მონაწილეობის პირობები:

ახალგაზრდა მეცნიერთათვის:

-          მინიმუმ მაგისტრის აკადემიური ხარისხი,

-          პორტუგალიური და/ან ესპანური და/ან ინგლისური ენის ცოდნა,

-          აპლიკანტები, ვისაც აქვთ მუდმივი ან დროებითი ბინადრობის ნებართვა (ან ვიზა) განვითარებულ ქვეყანაში ან ბრაზილიაში არ დაიშვებიან საკონკურსო პირობებით.

-          წარმოშობის ქვეყნის უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ოფიციალური  ჩარიცხვა  აპლიკაციის წარმოდგენის დროისთვის მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში.

სადოქტორო პროგრამებისთვის:

-          მინიმუმ მაგისტრის აკადემიური ხარისხი,

-          პორტუგალიური და/ან ესპანური და/ან ინგლისური ენის ცოდნა,

-           აპლიკანტები, ვისაც აქვთ მუდმივი ან დროებითი ბინადრობის ნებართვა (ან ვიზა) განვითარებულ ქვეყანაში ან ბრაზილიაში არ დაიშვებიან საკონკურსო პირობებით.

პოსტ-დიქტორებისთვის:

-          დოქტორის  აკადემიური ხარისხი,

-          პორტუგალიური და/ან ესპანური და/ან ინგლისური ენის ცოდნა,

-          აპლიკანტები, ვისაც აქვთ მუდმივი ან დროებითი ბინადრობის ნებართვა ( ან ვიზა) განვითარებულ ქვეყანაში ან ბრაზილიაში არ დაიშვებიან საკონკურსო პირობებით.

-          განვითარებად ქვეყანაში მუდმივი სამუშაო და კვლევით საქმიანობაში ჩართულობა.

თარიღები და ვადები:

განაცხადის მიიღება 6 ივლისიდან  24 აგვისტომდე;

კონკურსის შედეგები გასაჯაროვდება  2015 წლის ნოემბერში;

პროგრამის განხორციელება დაიწყება  2016 წლიდან.

 

სტიპენდიის რაოდენობა (ყოველთვიურად):

ახალგაზრდა მეცნიერთათვის გამოყოფილია  2.200,00 ბრაზილიური რეალი;

სადოქტორო პროგრამებისთვის - 2.200,00 ბრაზილიური რეალი

პოსტ-დიქტორებისთვის - 4.100,00 ბრაზილიური რეალი 

 

კონკურსის პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:

http://www.cnpq.br/web/guest/chamadaspublicas?p_p_id=resultadosportlet_WAR_resultadoscnpqportlet_INSTANCE_0ZaM&filtro=abertas&detalha=chamadaDivulgada&idDivulgacao=6042

http://twas.org/opportunities/fellowships

 

share