GEO ENG
 

 







 

2015-07-31
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულების დოქტორანტებისათვის გერმანიაში კვლევითი სტიპენდიის კონკურსის შესახებ

გოტინგენის უნივერსიტეტი (The Private University Göttingen, გერმანია)  და გრონინგენის უნივერსიტეტი (The University of Groningen, ნიდერლანდები)  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და KIMEP-ის უნივერსიტეტთან (ყაზახეთი) თანამშრომლობით აცხადებს  კველვით სტიპენდიას ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულების დოქტორანტებისათვის.

დოქტორანტებს საშუალება ეძლევათ, ჩაერთონ მულტიდისციპლინური კვლევითი პროექტების განხორციელებაში, რომელიც დაფინანსებულია „ფოლცვაგენის“ ფონდის მიერ (VolkswagenStiftung). პროექტის მიზანია, შეისწავლოს სახელმწიფოს მართვის პოტენციალი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის პროცესში, ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუციური და ადმინისტრაციული საფუძვლები. პროექტი განკუთვნილია პოსტსაბჭოთა სივრცის წარმომადგენლებისთვის. კერძოდ, კი - საქართველოსა და ყაზახეთის მოქალაქეებისთვის. დოქტორანტები კვლევას განახორციელებენ გერმანიაში. დროის დიდ ნაწილს, ასევე დაუთმობენ  საქართველოში და ყაზახეთში არსებულ პარტნიორ უნივერსიტეტებში აქტივობებს. ინტეგრირდებიან  ფართო კვლევით ჯგუფებთან: მონაწილეობას მიიღებენ აკადემიური ხასიათის შეხვედრებსა და კონფერენციებში; კვლევის მეთოდების გასაუმჯობესებლად გაივლიან ტრეინინგს; სადისერტაციო ნაშრომის მოსამზადებლად შეიმუშავებენ თეზისს და ეკონომიკის პოლიტიკის დოკუმენტს.

დოქტორანტებს ყოველთვიურად გამოეყოფათ სტიპენდია - 1050 ევრო. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება მგზავრობასთან ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა, ტექნიკური აღჭურვილობა და ორგანიზაციული მხარდაჭერა. კვლევითი პროექტის ხანგრძლივობაა  3 წელი.  პროექტი იწყება 2016 წლის 1 იანვარს.  

საკონკურსო მოთხოვნები: შესაბამისი მიმართულების მაგისტრის აკადემიური ხარისხი, კვლევის თვისობრივი და რაოდენობრივი მეთოდების  ცოდნა,  მულტიდისციპლინურ გარემოში მუშაობის სურვილი. ამასთან, კანდიდატი უნდა ფლობდეს  ინგლისურ ენას, ქართულ ან რუსულ/ ყაზახურ ენას.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ: სამოტივაციო წერილი, CV საკონტაქტო ინფორმაციით, 2 რეკომენდატორის მონაცემები უნივერსიტეტიდან, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, კვლევის ინტერესის ამსახველი ერთგვერდიანი მონახაზი და, თუ შესაძლებელია, ნაშრომის ნიმუში შემდეგ ელ-ფოსტაზე: governance@pfh.de

 

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 7 სექტემბერი.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს:  http://www.governance-in-emerging-economies.net/

 

share