GEO ENG
 

 







 

2015-08-25
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ლონდონის საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტისა Chatham House და რობერტ ბოშის ფონდის (Robert Bosch Stiftung) მიერ გამოცხადებულ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კვლევების, სასტიპენდიო დაფინანსებაზე

სტიპენდია ახალგაზრდა მკვლევარებს საშუალებას აძლევს გაიუმჯობესონ ცოდნა პოსტსაბჭოთა პოლიტიკის შესახებ, განივითარონ კვლევის უნარები, ჩაერთონ ინსტიტუტის საქმიანობაში და დაამყარონ კავშირები კოლეგებთან დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და ევროკავშირში.

9 თვის განმავლობაში სტიპენდიანტები ჩაერთვებიან ინსტიტუტის საქმიანობაში და ჩაატარებენ პოსტ-საბჭოთა სივრცის პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევას. კვლევის საჭიროებიდან გამომდინარე, მათ საშუალება ექნებათ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ვიზიტები განახორციელონ.

პროგრამისთვის განსაზღვრულია ორი პერიოდი: (1) 2016 წლის თებერვალი-ოქტომბერი და (2) 2016 წლის ოქტომბერი-2017 წლის ივნისი.

 პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც განათლება მირებული აქვთ საერთაშორისო ურთიერთობების, სოციალური მეცნიერებების ან ეკონომიკის მიმართულებით.

სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, კანდიდატს უკვე ჩატარებული უნდა ჰქონდეს რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპის ან/და სამხრეთ კავკასიის პოლიტიკის, ეკონომიკის ან/და საზოგადოების კვლევა. გარდა ამისა მაღალ დონეზე უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.

ყოველთვიური სტიპენდიის სახით მიიღებს 3 ათას ევროს. აღნიშნული თანხა ითვალისწინებს საცხოვრებლის, კვების, ლონდონში ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯებს. ორგანიზაცია დააფინანსებს დიდ ბრიტანეთში გამგზავრებას.

 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის და აგრეთვე, სააპლიკაციო ფორმისთვის იხილეთ ბმული:http://www.chathamhouse.org/academy/fellowships/robert-bosch?dm_t=0%2C0%2C0%2C0%2C0#

 

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 2015 წლის 30 სექტემბერი.

share